მღეროდა ავან–ჩავანზე, მთელი ზაფხული, ჭრიჭინა. ზამთრის პირას კი, აღარც მზე ათბობს და შემოუჭირა
შიმშილმა, როგორც ქამარმა. მარცვალიც არ აქვს ხორბალის, ხან აღმა ჩივის, ხან დაღმა, – ხან მეგოაბრს სთხოვს, თხოვს ხან ვის...
იფიქრა, ჰოდა, ბევრი რომ, ის, ჭიანჭველას ეახლა: " _ გთხოვ, დამაპურე, ძმობილო, თორემ კუჭი ფერდს შემახმა.
გპირდები! რომ ათმაგიერს მოგითვლი თვეში აგვისტოს. არა და – ეს ზამთარი მძლევს, – ახლა რომ ერთი დარი ჰყოფს."
ჭიანჭველაშიც აღმოჩნდა, მცირედი წუნი – წუნთაგან: ენანებოდა სარჩო და ჭრიჭინას წამოუთაქა:
"_ მთელი ზაფხული სად იყავ, რას აკეთებდი, ნეტავი, როცა თავთავი დაირხა და მუშაობდნენ ყველანი?
_ ვმღეროდი და დღენიადაგ სულს ვიოხებდი. ამ მღერით ნაჯაფარს, აწ გამიავდრდა, – გადაღლილს, განა დალხენილს.
_ ჰოდა, მღეროდი თუ მაშინ, როცა მე, ჯაფა, ქანცს მწყვეტდა, აწ უკვე ცეკვა–თამაშით მომშორდი, გამწყდი აქედან!"
თავად თქვით ახლა მორალი, თქვენ, შიმშილს ხედავთ – ორნაირს... სტყუის, ამათგან, რომელი? ვინ არის, შეუცდომელი?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ანალიზი, ქალბატონ ნინო ანთიძეს ეკუთვნის, შესაბამისად, ვერც ცალკე დავდებ. :) ჩემი, მხოლოდ თარგმანია. გმადლობთ ყურადღებისთვის :) ანალიზი, ქალბატონ ნინო ანთიძეს ეკუთვნის, შესაბამისად, ვერც ცალკე დავდებ. :) ჩემი, მხოლოდ თარგმანია. გმადლობთ ყურადღებისთვის :)
10. მომეწონა! 5 მომეწონა! 5
9.
ბექა, მე ვფიქრობ რომ ეს მიმოხილვა, ცალკე ნაწარმოებად უნდა დადო. კარგი იქნება. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მადლობა.
ბექა, მე ვფიქრობ რომ ეს მიმოხილვა, ცალკე ნაწარმოებად უნდა დადო. კარგი იქნება. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მადლობა.
8. საინტერესო ვერსიაა, ოღონდ, ცოტა მძიმე ენითაა ნაწერი, იგავს სხარტი ლექსიკა უხდება... სხვათა შორის, ეზოპედან ვიდრე აკაკიმდე თქვენი ანალიზი უფრო მომეწონა, სხვა რაკურსში დანახული "ჭიანჭველა და კალია"... საინტერესო ვერსიაა, ოღონდ, ცოტა მძიმე ენითაა ნაწერი, იგავს სხარტი ლექსიკა უხდება... სხვათა შორის, ეზოპედან ვიდრე აკაკიმდე თქვენი ანალიზი უფრო მომეწონა, სხვა რაკურსში დანახული "ჭიანჭველა და კალია"...
7. ამ მიმოხილვის ავტორია, ნინო ანთიძე. (ზოგიერთი დედანი, გამოვტოვე, შემოკლების მიზნით)
გთავაზობთ ბწკარედს ეზოპეს იგავ–არაკისა: " Μύρμηξ και Τέττιξ " ფილოლოგიური თარგმანი : ზამთრის ჟამს, ჭიანჭველამ ,სამალავიდან გასაშრობად გამოიტანა პური (საკვები=ხორბალი=მარცვალი),რომელიც ზაფხულში შეენახა. მშიერი კალია შეევედრა, დამაპურეო,რათა სიცოცხლე გაგრძელება შესძლებოდა. „კი,მაგრამ,რას აკეთებდი“- ჰკითხა ჭიანჭველამ - ამ ზაფხულს (მკის დროს) ? „არ ვისვენებდი (არ ვიყავი მოცლილი) ,მაგრამ ვმღეროდი ( თავი სიმღერით გამქონდა) ჭიანჭველამ ჩაიხითხითა და პურის(საკვების ხორბლის,მარცვლის) შესანახი ჩაკეტა: „ზამთარში უნდა იცეკვო“ - უთხრა კალიას, - „რაკი ზაფხულში მღეროდი“. როგორც ვხედავთ,ეზოპემ საკმაოდ ხელმოჭერილი ჭიანჭველა დაგვიხატა,რომლის მოქმედებასაც, მეორე ახსნა არ გააჩნია, – ერთმნიშვნელოვნად: მან უარი თქვა მშიერის გადარჩენაზე დაღუპვისგან. ჭიანჭველა ყოფითი საზრუნავით ცხოვრობს და მისთვის სხვა მიდგომა არ არსებობს. მაგრამ არც კალია თვლის თავს უსაქმურად! ეზოპემ მას ასეთი რამ ათქმევინა : „არ ვისვენებდი ( არ ვიყავი მოცლილი) ,მაგრამ ვმღეროდი ( თავი სიმღერით გამქონდა) ,,ერთი სიტყვით,თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ ეზოპე „გაგვეკაიფა“ : არც ჭიანჭველაა უდავოდ დადებითი,მაგრამ არც კალია(შემდგომში ჭრიჭინა) გახლავთ მთლად უარყოფითი! - ისიც,როგორც შეეძლო, ისე შრომობდა ზაფხულში.. ახლა კი ვნახოთ,როგორი ფორმა მისცა ამ ორი მწერის დამოკიდებულებას ევროპამ,ეპოქაში,რომელიც უფრო ახლოა ჩვენგან. ჟან დე ლა ფონტენი(საფრანგეთი. XVII საუკუნე) ფილოლოგიური თარგმანი: კალიამ იმღერა მთელი ზაფხული და ცარიელზე დარჩა, როცა ჩრდილოეთის ქარმა დაუბერა, ნამცეციც არ აქვს არც ქინქლი,არც მღილი, შიმშილის შესახებ შესაჩივლად წავიდა ჭიანჭველასთან, ახლო მეზობელთან. სთხოვა მას მ ა ს ე ს ხ ე ო რაიმე მარცვლეული,რომ თავი გავიტანოო მომავალ სეზონამდე მე გადაგიხდითო - უთხრა აგვისტომდე, მწერულ სიტყვას გაძლევთო რომ კაპიტალს,პროცენტებით დაგიბრუნებთო ჭიანჭველას კი არ მოსწონდა სესხის გაცემა - ეს მისი ყველაზე მცირე ნაკლი იყო „რას აკეთებდითო წლის თბილ დროში?“ ჰკითხა მან სასესხებლად მოსულს „დღითა და ღამით უწყვეტ ფრენაში, თქვენი ნებრთვით,ვიმღერდიო შეუსვენებლივ“ „მაშ მღეროდითო? აი,ეს მესმის..გააგრძელეთო ახლა ცეკვით“ ყურადღება მივაქციოთ, ჭიანჭველას ლა ფონტენისეულ დახასიათებას:“ჭიანჭველას კი არ მოსწონდა სესხის გაცემა - ეს მისი ყველაზე მცირე ნაკლი იყო“ - აქ ორგვარი განმარტების მიცემა შეიძლება: 1.ეს ჭიანჭველას ხასიათში არსებული ძალიან მცირე ნაკლი იყო (C 'est la son moindre defaut ) 2.ეს ჭიანჭველას ხასიათში არსებულ ნაკლთაგან ყველაზე მცირე იყო. (C 'est la son moindre defaut) თვით ფრანგებიც კი დაობენ ამ ფრაზის ირგვლივ,თუმცა უნდა ითქვას,რომ იდეალური პიროვნებაც რომ იყოს, საერთოდ არავის, არასოდეს ასესხო არაფერი ,ნამდვილად ნაკლია! ბუნებრივია, რომ ლა ფონტენი,როგორც ევროპული მორალის – „ შემწყნარებლობა დაცემულთ“ – მატარებელი, ჭიანჭველას მიმართ მთლად სიმპათიით განმსჭვალული ვერ იქნებოდა,კალია კი საკმაოდ თავზიან,გაჭირვებულ ინტელიგენტად წარმოგვიდგინა... თუმცა იგავის ფინალი აქაც ღიაა,ავტორისეული დასკვნა არ არის. გამოდის,რომ როგორც ეზოპემ ,ისევე ლაფონტენმაც, მკითხველს დაუტოვა განსასჯელად ეს ამბავი. XIX საუკუნის ბოლოს,ნიუ იორკში,ეზოპეს იგავ–არაკების კრებულში , გამოჩნდა ამ იგავის,ვინმე ჯ.ფ თაუნსენდისეული ვერსია,რომელიც ამტკიცებდა,რომ მისი ნაშრომი პირდაპირი თარგმანია ეზოპეს იგავისა: ფილოლოგიური თარგმანი: ჭიანჭველები და კალია ჭიანჭველებმა ზამთრის ერთი ამინდიანი დღე გამოიყენეს ,რათა ზაფხულში შენახული მარცვლეული გაეშროთ. ამ დროს კალია გამოჩნდა, რომელიც შიმშილით იღუპებოდა და დაჟინებით ითხოვდა,მისთვის ცოტა საკვები მიეცათ.ჭიანჭველებმა ჰკითხეს: „კი,მაგრამ ,რატომ არ მოიგროვე საკვები ზაფხულში?“ მან(კალიამ) უპასუხა: „მე,თავისუფალი დრო არ მქონდა ამისთვის. მე მთელი ზაფხული სიმღერების შესრულებაში გავატარე“. მაშინ მათ (ჭიანჭველებმა) დაცინვით უპასუხეს: „თუ ასეთი ქარაფშუტა ხარ,რომ მთელი ზაფხული მღეროდი,მაშინ საწოლისკენ (დასაძინებლად) ვახშმის გარეშე წადი,მაგრამ ცეკვით“ დაუკვირდით,კალიასთვის პრიორიტეტი არის სიმღერა,ხოლო საკვების მოპოვებისთვის შესაფერის დროდ იგი მხოლოდ თავისუფალ დროს ხედავს. ამაზე, შესაბამისად რეაგირებენ ჭიანჭველები და მას ქარაფშუტას ეძახიან, მასხარად იგდებენ. რაც იმაზე მიგვანიშნებს,რომ ავტორმა,თავი ვერ შეიკავა თარგმნისას და კალიას განსჯამ გაიტაცა,რისკენაც, ალბათ, პროტესტანტულმა პრაგმატიზმმა უბიძგა. პოსტი ძალიან გრძელი რომ არ გამოვიდეს,ამბავს შეგნებულად შევამოკლებ,თორემ ამ იგავის უამრავი ვერსია და თარგმანი არსებობს,გადავდივარ რუსულ ვარიანტებზე და გთხოვთ,მიაქციოთ ყურადღება ,თუ რა მენტალიტეტის მატარებელია ეს ორი თარგმანი.მაშ ასე,ჩვენთვის კარგად ნაცნობი ივან ანდრეევიჩ კრილოვის თარგმანი ლაფონტენის ვერსიიდან : Попрыгунья Стрекоза Лето красное пропела; Оглянуться не успела, Как зима катит в глаза. Помертвело чисто поле: Нет уж дней тех светлых боле, Как под каждый ей листком Был готов и стол и дом. Все прошло: с зимой холодной Нужда, голод настает; Стрекоза уж не поет: И кому же в ум пойдет На желудок петь голодный! Злой тоской удручена, К Муравью ползет она: «Не оставь меня, кум милой! Дай ты мне собраться с силой И до вешних только дней Прокорми и обогрей!» - «Кумушка. мне странно это: Да работала ль ты лето?» - Говорит ей Муравей. «До того ль, голубчик, было? В мягких муравах у нас песни, резвость всякий час, Так, что голову вскружило». - «А, так ты...» - «Я без души Лето целое все пела». - «Ты все пела? Это дело: Так поди же, попляши!» დაახლოებით საუკუნის მეოთხედის შემდეგ,(1808 წ.)ეს იგავი კიდევ ერთხელ ითარგმნა ლა ფონტენიდან ვინმე ნელედინსკი–მელეცკის მიერ Стрекоза Лето целое жужжала Стрекоза, не знав забот; А зима когда настала, Так и нечего взять в рот. Нет в запасе, нет ни крошки; Нет ни червячка, ни мошки. Что ж? - К соседу муравью Вздумала идти с прошеньем. Рассказав напасть свою, Так как должно, с умиленьем, Просит, чтоб взаймы ей дал Чем до лета прокормиться, Совестью притом божится, Что и рост и капитал Возвратит она не дале, Как лишь августа в начале. Туго муравей ссужал: Скупость в нем порок природный. «А как в поле хлеб стоял, Что ж ты делала?» - сказал Он заемщице голодной. «Днем и ночью, без души, Пела все я цело лето». «Пела? весело и это. Ну, поди же теперь пляши» ეს ორი თარგმანი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან მენტალიტეტით და პერსონაჟთა ხასიათებით;კრილოვთან ჭიანჭველა დადებითია : სერიოზული,საქმიანი და მკაცრი,ხოლო პატივცემული ნელედინსკი–მელეცკი,რომელმაც თითქმის სიტყვასიტყვით თარგმნა ლა ფონტენი, პირდაპირ გვეუბნება: „Скупость в нем порок природный.“ ...ქართულ ლიტერატურაში ცნობილია აკაკი წერეთლის თარგმანი კრილოვის ვერსიიდან: დაჭრიჭინებდა, დახტოდა ჭრიჭინობელა პატარა და უშრომ - უზრუნველობით მთელი ზაფხული ატარა. მაგრამ ბოლო დროს ზამთარმა თვალი რომ გამოუჭყიტა შეკრთა მოცლილი მღერალი და შიშმა წელი მოსწყვიტა. გაჰქრა იგი დრო, როდესაც ყოველგან დროს ატარებდა, ცა ქუდად აღარ მიაჩნდა, მიწას ფეხს არ აკარებდა! . . შიმშილით კუჭი უხმება, თანაც სიცივით კანკალობს, ვეღარ ჰხტის, ენაც ჩაჰვარდა, ჩვეულებრივად ვერ გალობს! ან კი რაღა დროს ხტომაა და რა დროს ჭიანურია, როცა რომ ლხინის მოყვარეს სცივა, ჰშია და სწყურია? კარზე მიადგა ჭინჭველას ვედრებით: „ჩემო ნათლია! ნუ მომკლავ გაზაფხულამდე და გამომკვებე, მადლია!“ ჭინჭველამ ჰკითხა: „ზაფხული როგორღა გაატარეო?“ - ვილხენდი, გამოვაყრუე ჭრიჭინით არემარეო“. - „მაშ, თუ ეგრეა, რადგანაც ზაფხულში იფარფაშეო, მიბრძანდი ეხლაც და სინჯე - იხტუნე, ითამაშეო!“ უღრმესი პატივისცემა და თაყვანი ჩემგან ,ჩემთვის უსაყვარლეს ორ სულმნათ შემოქმედს,ივანე კრილოვსა და აკაკი წერეთელს,მაგრამ სახეზეა ფაქტი,რომ ჩვენი ბავშვობისდროინდელ თარგმანებში სიმღერა და ცეკვა უსარგებლო გართობაა.ანუ უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ინტელექტუალური პროდუქტი და საერთოდ, ხელოვნება მცონარობასთანაა გაიგივებული.ეს მაშინ,როცა პირველწყარო,ანუ ეზოპე, წარმოგვიდგენს კალიას, რომელსაც საკუთარი ღირსების გრძნობა აქვს,იცის თავისი შრომის ფასი და ყოფით პრობლემებზე მაღლა აყენებს საკუთარ მოღვაწეობას.
ამ მიმოხილვის ავტორია, ნინო ანთიძე. (ზოგიერთი დედანი, გამოვტოვე, შემოკლების მიზნით)
გთავაზობთ ბწკარედს ეზოპეს იგავ–არაკისა: " Μύρμηξ και Τέττιξ " ფილოლოგიური თარგმანი : ზამთრის ჟამს, ჭიანჭველამ ,სამალავიდან გასაშრობად გამოიტანა პური (საკვები=ხორბალი=მარცვალი),რომელიც ზაფხულში შეენახა. მშიერი კალია შეევედრა, დამაპურეო,რათა სიცოცხლე გაგრძელება შესძლებოდა. „კი,მაგრამ,რას აკეთებდი“- ჰკითხა ჭიანჭველამ - ამ ზაფხულს (მკის დროს) ? „არ ვისვენებდი (არ ვიყავი მოცლილი) ,მაგრამ ვმღეროდი ( თავი სიმღერით გამქონდა) ჭიანჭველამ ჩაიხითხითა და პურის(საკვების ხორბლის,მარცვლის) შესანახი ჩაკეტა: „ზამთარში უნდა იცეკვო“ - უთხრა კალიას, - „რაკი ზაფხულში მღეროდი“. როგორც ვხედავთ,ეზოპემ საკმაოდ ხელმოჭერილი ჭიანჭველა დაგვიხატა,რომლის მოქმედებასაც, მეორე ახსნა არ გააჩნია, – ერთმნიშვნელოვნად: მან უარი თქვა მშიერის გადარჩენაზე დაღუპვისგან. ჭიანჭველა ყოფითი საზრუნავით ცხოვრობს და მისთვის სხვა მიდგომა არ არსებობს. მაგრამ არც კალია თვლის თავს უსაქმურად! ეზოპემ მას ასეთი რამ ათქმევინა : „არ ვისვენებდი ( არ ვიყავი მოცლილი) ,მაგრამ ვმღეროდი ( თავი სიმღერით გამქონდა) ,,ერთი სიტყვით,თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ ეზოპე „გაგვეკაიფა“ : არც ჭიანჭველაა უდავოდ დადებითი,მაგრამ არც კალია(შემდგომში ჭრიჭინა) გახლავთ მთლად უარყოფითი! - ისიც,როგორც შეეძლო, ისე შრომობდა ზაფხულში.. ახლა კი ვნახოთ,როგორი ფორმა მისცა ამ ორი მწერის დამოკიდებულებას ევროპამ,ეპოქაში,რომელიც უფრო ახლოა ჩვენგან. ჟან დე ლა ფონტენი(საფრანგეთი. XVII საუკუნე) ფილოლოგიური თარგმანი: კალიამ იმღერა მთელი ზაფხული და ცარიელზე დარჩა, როცა ჩრდილოეთის ქარმა დაუბერა, ნამცეციც არ აქვს არც ქინქლი,არც მღილი, შიმშილის შესახებ შესაჩივლად წავიდა ჭიანჭველასთან, ახლო მეზობელთან. სთხოვა მას მ ა ს ე ს ხ ე ო რაიმე მარცვლეული,რომ თავი გავიტანოო მომავალ სეზონამდე მე გადაგიხდითო - უთხრა აგვისტომდე, მწერულ სიტყვას გაძლევთო რომ კაპიტალს,პროცენტებით დაგიბრუნებთო ჭიანჭველას კი არ მოსწონდა სესხის გაცემა - ეს მისი ყველაზე მცირე ნაკლი იყო „რას აკეთებდითო წლის თბილ დროში?“ ჰკითხა მან სასესხებლად მოსულს „დღითა და ღამით უწყვეტ ფრენაში, თქვენი ნებრთვით,ვიმღერდიო შეუსვენებლივ“ „მაშ მღეროდითო? აი,ეს მესმის..გააგრძელეთო ახლა ცეკვით“ ყურადღება მივაქციოთ, ჭიანჭველას ლა ფონტენისეულ დახასიათებას:“ჭიანჭველას კი არ მოსწონდა სესხის გაცემა - ეს მისი ყველაზე მცირე ნაკლი იყო“ - აქ ორგვარი განმარტების მიცემა შეიძლება: 1.ეს ჭიანჭველას ხასიათში არსებული ძალიან მცირე ნაკლი იყო (C `est la son moindre defaut ) 2.ეს ჭიანჭველას ხასიათში არსებულ ნაკლთაგან ყველაზე მცირე იყო. (C `est la son moindre defaut) თვით ფრანგებიც კი დაობენ ამ ფრაზის ირგვლივ,თუმცა უნდა ითქვას,რომ იდეალური პიროვნებაც რომ იყოს, საერთოდ არავის, არასოდეს ასესხო არაფერი ,ნამდვილად ნაკლია! ბუნებრივია, რომ ლა ფონტენი,როგორც ევროპული მორალის – „ შემწყნარებლობა დაცემულთ“ – მატარებელი, ჭიანჭველას მიმართ მთლად სიმპათიით განმსჭვალული ვერ იქნებოდა,კალია კი საკმაოდ თავზიან,გაჭირვებულ ინტელიგენტად წარმოგვიდგინა... თუმცა იგავის ფინალი აქაც ღიაა,ავტორისეული დასკვნა არ არის. გამოდის,რომ როგორც ეზოპემ ,ისევე ლაფონტენმაც, მკითხველს დაუტოვა განსასჯელად ეს ამბავი. XIX საუკუნის ბოლოს,ნიუ იორკში,ეზოპეს იგავ–არაკების კრებულში , გამოჩნდა ამ იგავის,ვინმე ჯ.ფ თაუნსენდისეული ვერსია,რომელიც ამტკიცებდა,რომ მისი ნაშრომი პირდაპირი თარგმანია ეზოპეს იგავისა: ფილოლოგიური თარგმანი: ჭიანჭველები და კალია ჭიანჭველებმა ზამთრის ერთი ამინდიანი დღე გამოიყენეს ,რათა ზაფხულში შენახული მარცვლეული გაეშროთ. ამ დროს კალია გამოჩნდა, რომელიც შიმშილით იღუპებოდა და დაჟინებით ითხოვდა,მისთვის ცოტა საკვები მიეცათ.ჭიანჭველებმა ჰკითხეს: „კი,მაგრამ ,რატომ არ მოიგროვე საკვები ზაფხულში?“ მან(კალიამ) უპასუხა: „მე,თავისუფალი დრო არ მქონდა ამისთვის. მე მთელი ზაფხული სიმღერების შესრულებაში გავატარე“. მაშინ მათ (ჭიანჭველებმა) დაცინვით უპასუხეს: „თუ ასეთი ქარაფშუტა ხარ,რომ მთელი ზაფხული მღეროდი,მაშინ საწოლისკენ (დასაძინებლად) ვახშმის გარეშე წადი,მაგრამ ცეკვით“ დაუკვირდით,კალიასთვის პრიორიტეტი არის სიმღერა,ხოლო საკვების მოპოვებისთვის შესაფერის დროდ იგი მხოლოდ თავისუფალ დროს ხედავს. ამაზე, შესაბამისად რეაგირებენ ჭიანჭველები და მას ქარაფშუტას ეძახიან, მასხარად იგდებენ. რაც იმაზე მიგვანიშნებს,რომ ავტორმა,თავი ვერ შეიკავა თარგმნისას და კალიას განსჯამ გაიტაცა,რისკენაც, ალბათ, პროტესტანტულმა პრაგმატიზმმა უბიძგა. პოსტი ძალიან გრძელი რომ არ გამოვიდეს,ამბავს შეგნებულად შევამოკლებ,თორემ ამ იგავის უამრავი ვერსია და თარგმანი არსებობს,გადავდივარ რუსულ ვარიანტებზე და გთხოვთ,მიაქციოთ ყურადღება ,თუ რა მენტალიტეტის მატარებელია ეს ორი თარგმანი.მაშ ასე,ჩვენთვის კარგად ნაცნობი ივან ანდრეევიჩ კრილოვის თარგმანი ლაფონტენის ვერსიიდან : Попрыгунья Стрекоза Лето красное пропела; Оглянуться не успела, Как зима катит в глаза. Помертвело чисто поле: Нет уж дней тех светлых боле, Как под каждый ей листком Был готов и стол и дом. Все прошло: с зимой холодной Нужда, голод настает; Стрекоза уж не поет: И кому же в ум пойдет На желудок петь голодный! Злой тоской удручена, К Муравью ползет она: «Не оставь меня, кум милой! Дай ты мне собраться с силой И до вешних только дней Прокорми и обогрей!» - «Кумушка. мне странно это: Да работала ль ты лето?» - Говорит ей Муравей. «До того ль, голубчик, было? В мягких муравах у нас песни, резвость всякий час, Так, что голову вскружило». - «А, так ты...» - «Я без души Лето целое все пела». - «Ты все пела? Это дело: Так поди же, попляши!» დაახლოებით საუკუნის მეოთხედის შემდეგ,(1808 წ.)ეს იგავი კიდევ ერთხელ ითარგმნა ლა ფონტენიდან ვინმე ნელედინსკი–მელეცკის მიერ Стрекоза Лето целое жужжала Стрекоза, не знав забот; А зима когда настала, Так и нечего взять в рот. Нет в запасе, нет ни крошки; Нет ни червячка, ни мошки. Что ж? - К соседу муравью Вздумала идти с прошеньем. Рассказав напасть свою, Так как должно, с умиленьем, Просит, чтоб взаймы ей дал Чем до лета прокормиться, Совестью притом божится, Что и рост и капитал Возвратит она не дале, Как лишь августа в начале. Туго муравей ссужал: Скупость в нем порок природный. «А как в поле хлеб стоял, Что ж ты делала?» - сказал Он заемщице голодной. «Днем и ночью, без души, Пела все я цело лето». «Пела? весело и это. Ну, поди же теперь пляши» ეს ორი თარგმანი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან მენტალიტეტით და პერსონაჟთა ხასიათებით;კრილოვთან ჭიანჭველა დადებითია : სერიოზული,საქმიანი და მკაცრი,ხოლო პატივცემული ნელედინსკი–მელეცკი,რომელმაც თითქმის სიტყვასიტყვით თარგმნა ლა ფონტენი, პირდაპირ გვეუბნება: „Скупость в нем порок природный.“ ...ქართულ ლიტერატურაში ცნობილია აკაკი წერეთლის თარგმანი კრილოვის ვერსიიდან: დაჭრიჭინებდა, დახტოდა ჭრიჭინობელა პატარა და უშრომ - უზრუნველობით მთელი ზაფხული ატარა. მაგრამ ბოლო დროს ზამთარმა თვალი რომ გამოუჭყიტა შეკრთა მოცლილი მღერალი და შიშმა წელი მოსწყვიტა. გაჰქრა იგი დრო, როდესაც ყოველგან დროს ატარებდა, ცა ქუდად აღარ მიაჩნდა, მიწას ფეხს არ აკარებდა! . . შიმშილით კუჭი უხმება, თანაც სიცივით კანკალობს, ვეღარ ჰხტის, ენაც ჩაჰვარდა, ჩვეულებრივად ვერ გალობს! ან კი რაღა დროს ხტომაა და რა დროს ჭიანურია, როცა რომ ლხინის მოყვარეს სცივა, ჰშია და სწყურია? კარზე მიადგა ჭინჭველას ვედრებით: „ჩემო ნათლია! ნუ მომკლავ გაზაფხულამდე და გამომკვებე, მადლია!“ ჭინჭველამ ჰკითხა: „ზაფხული როგორღა გაატარეო?“ - ვილხენდი, გამოვაყრუე ჭრიჭინით არემარეო“. - „მაშ, თუ ეგრეა, რადგანაც ზაფხულში იფარფაშეო, მიბრძანდი ეხლაც და სინჯე - იხტუნე, ითამაშეო!“ უღრმესი პატივისცემა და თაყვანი ჩემგან ,ჩემთვის უსაყვარლეს ორ სულმნათ შემოქმედს,ივანე კრილოვსა და აკაკი წერეთელს,მაგრამ სახეზეა ფაქტი,რომ ჩვენი ბავშვობისდროინდელ თარგმანებში სიმღერა და ცეკვა უსარგებლო გართობაა.ანუ უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ინტელექტუალური პროდუქტი და საერთოდ, ხელოვნება მცონარობასთანაა გაიგივებული.ეს მაშინ,როცა პირველწყარო,ანუ ეზოპე, წარმოგვიდგენს კალიას, რომელსაც საკუთარი ღირსების გრძნობა აქვს,იცის თავისი შრომის ფასი და ყოფით პრობლემებზე მაღლა აყენებს საკუთარ მოღვაწეობას.
6. აკაკის ლექსი თარგმანია, ეს მთლად შენია ბექა? :)
შენ წარმოიდგნე მომეწონა. ჩემი აზრით ორივე შემცდარია.
ა რ ა რ ს ე ბ ო ბ ს შ ე უ ც ვ ლ ე ლ ი თ ა რ გ მ ა ნ ე ბ ი! ა რ ს ე ბ ო ბ ს მ ხ ო ლ ო დ შ ე უ ც ვ ლ ე ლ ი ო რ ი გ ი ნ ა ლ ე ბ ი!
ტარიელ ჭანტურია, პოეტი აკადემიკოსი. :)
აკაკის ლექსი თარგმანია, ეს მთლად შენია ბექა? :)
შენ წარმოიდგნე მომეწონა. ჩემი აზრით ორივე შემცდარია.
ა რ ა რ ს ე ბ ო ბ ს შ ე უ ც ვ ლ ე ლ ი თ ა რ გ მ ა ნ ე ბ ი! ა რ ს ე ბ ო ბ ს მ ხ ო ლ ო დ შ ე უ ც ვ ლ ე ლ ი ო რ ი გ ი ნ ა ლ ე ბ ი!
ტარიელ ჭანტურია, პოეტი აკადემიკოსი. :)
5. +.12/02/15წელი. ნექტარი. +.12/02/15წელი. ნექტარი.
4. ნაკლებ ცნობილები კი მაქვს, მარა ვის რად უნდა? შემგინებელიც არავინაა, წამკითხველს ვინ ჩივის :) ნაკლებ ცნობილები კი მაქვს, მარა ვის რად უნდა? შემგინებელიც არავინაა, წამკითხველს ვინ ჩივის :)
3. რატომღაც მგონია, რომ აკაკის ვარიანტი, ცენზურამ იმსხვერპლა და სათქმელი, ბოლომდე არ ათქმევინეს. ახლა მობილურით ვარ და მერე განვმარტავ ამას :) გმადლობთ! რატომღაც მგონია, რომ აკაკის ვარიანტი, ცენზურამ იმსხვერპლა და სათქმელი, ბოლომდე არ ათქმევინეს. ახლა მობილურით ვარ და მერე განვმარტავ ამას :) გმადლობთ!
2. აკაკის თარგმანს რა დაუწუნე, ბექა? :))))))))) არა, ცუდი არც ესაა, მაგრამ... დაჭრიჭინებდა, დახტოდა ჭრიჭინობელა პატარა..." --->>> ეს იმდენად ცნობილი ლექსია, რომ, მის ფონზე ეს ლექსი იკარგება.
არ გეწყინოს, კარგი? თუმცა, რაც მე გითხარი, ეს აქსიომა კი არ არის? მე ვფიქრობ ასე.
თარგმანს - 5, მაგრამ... ცოტა ნაკლებცნობილი ლექსები რომ თარგმნო-ხოლმე... არა?... აკაკის თარგმანს რა დაუწუნე, ბექა? :))))))))) არა, ცუდი არც ესაა, მაგრამ... დაჭრიჭინებდა, დახტოდა ჭრიჭინობელა პატარა..." --->>> ეს იმდენად ცნობილი ლექსია, რომ, მის ფონზე ეს ლექსი იკარგება.
არ გეწყინოს, კარგი? თუმცა, რაც მე გითხარი, ეს აქსიომა კი არ არის? მე ვფიქრობ ასე.
თარგმანს - 5, მაგრამ... ცოტა ნაკლებცნობილი ლექსები რომ თარგმნო-ხოლმე... არა?...
1. კარგიაა... სკოლაში რომ უნდა ისწავლებოდეს ისეთ.. +2 წარმატებები! თ.კომლაძე კარგიაა... სკოლაში რომ უნდა ისწავლებოდეს ისეთ.. +2 წარმატებები! თ.კომლაძე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|