 | ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია 14 თებერვალი, 2015 |
გულო, სისხლნაკლულო,რადღა გაიცინებ, ოდეს სიმწუხარეს ჩემსას იზიარი, ნისლმა შემოთალხა ხატი საფიცარი.... -განა მომკვდარაო?! -არა, სხვისი არი; ლოდებს შეღვარულო ჩემო ლურჯო დაო რაზედ მომაჩერდი თვალთა დანისლებით, ხავსის წამწამებზე ცრემლი რად გრევია, იმა წუთთა შარბათს როცა გავიხსენით.... დილავ, სიმხურვალით მზეი რად არ მზეობს, ღამევ, მანგიც თალხობს სხივმოციმციმარი, -ნუთუ მომკვდარაო?! -არა, ცოცხალია, მხოლოდ სხვასთანაა, მხოლოდ მისი არი.... მუზავ, დადნაფიცო ლურჯი დემონების, რად არ მოიქროლებ ვნებით პირმცინარი, -თითქოს მომკვდარაო?! -არა, ცოცხალია, მხოლოდ სხვასთანაა, მხოლოდ სხვისი არი.... ისევ ვარსკვლავია ქალთა შესაშური, ჭალად მობალახე ლურჯა კვიცი არი, ისევ ყვავილია სურნელდამფენელი, ისევ უკვდავქმნის და ამბორთ ღირსი არი, ისევ ვარსკვლავია ქალთა შესაშური, მხოლოდ ჩემი აღარ, უკვე სხვისი არი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. შენიც თუ არ იყო და ასე მოხდენილად მხოლოდ გულმოსაკლავიდან დაწერე? როგორ გვაყრი თვალებში ნაცარს... კარგია! ++ შენიც თუ არ იყო და ასე მოხდენილად მხოლოდ გულმოსაკლავიდან დაწერე? როგორ გვაყრი თვალებში ნაცარს... კარგია! ++
18. ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
14 თებერვალი, 2015 მშვენიერია, მოვიხიბლე... წარმატებები. ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
14 თებერვალი, 2015 მშვენიერია, მოვიხიბლე... წარმატებები.
17. ისევ ვარსკვლავია ქალთა შესაშური, ჭალად მობალახე ლურჯა კვიცი არი, ისევ ყვავილია სურნელდამფენელი, ისევ უკვდავქმნის და ამბორთ ღირსი არი, ისევ ვარსკვლავია ქალთა შესაშური, მხოლოდ ჩემი აღარ, უკვე სხვისი არი.
Была тебе ЛЮБИМОЮ, Была тебе ЛЮБИМОЮ, Была тебе ЛЮБИМОЮ, А стала мне ЖЕНА..
მეც ამ სიმღერის ემოცია მომიტანა. ემოცია და არა განმეორება... 5555555555555 ისევ ვარსკვლავია ქალთა შესაშური, ჭალად მობალახე ლურჯა კვიცი არი, ისევ ყვავილია სურნელდამფენელი, ისევ უკვდავქმნის და ამბორთ ღირსი არი, ისევ ვარსკვლავია ქალთა შესაშური, მხოლოდ ჩემი აღარ, უკვე სხვისი არი.
Была тебе ЛЮБИМОЮ, Была тебе ЛЮБИМОЮ, Была тебе ЛЮБИМОЮ, А стала мне ЖЕНА..
მეც ამ სიმღერის ემოცია მომიტანა. ემოცია და არა განმეორება... 5555555555555
16. სულ რამდენიმე ავტორია (შეიძლება სადღაც მითქვამს/დამიწერია კიდეც) რომლის ნაწერსაც რომ ვკითხულობ, ხმა ჩამესმის და წარმომიდგენია, ავტორი როგორც წაიკითხავდა. ლევანაც ასეთი ავტორია, მისივე ხმით რომ ვკითხულობ... ნაჯახირები ლექსები არ აქვს ამ ავტორს, დღე და ღამე ნაფიქრი რა სიტყვას რა მოაზომოს. ამოტქმული ლექსებია, ერთი ხელის მოსმით დაწერილი, გულწრფელი და სადა, ზედმეტი ბაფთების გარეშე. ასე მგონია მე და ამ "მგონიადან" გამომდინარე, ჩემი ერთ-ერთი საყვარელია ვტორია. სულ რამდენიმე ავტორია (შეიძლება სადღაც მითქვამს/დამიწერია კიდეც) რომლის ნაწერსაც რომ ვკითხულობ, ხმა ჩამესმის და წარმომიდგენია, ავტორი როგორც წაიკითხავდა. ლევანაც ასეთი ავტორია, მისივე ხმით რომ ვკითხულობ... ნაჯახირები ლექსები არ აქვს ამ ავტორს, დღე და ღამე ნაფიქრი რა სიტყვას რა მოაზომოს. ამოტქმული ლექსებია, ერთი ხელის მოსმით დაწერილი, გულწრფელი და სადა, ზედმეტი ბაფთების გარეშე. ასე მგონია მე და ამ "მგონიადან" გამომდინარე, ჩემი ერთ-ერთი საყვარელია ვტორია.
15. მშვენიერია ! 555 :) მშვენიერია ! 555 :)
13. როგორც ყოველთვის უნაკლო... და ძალიან ლამაზი... როგორც ყოველთვის უნაკლო... და ძალიან ლამაზი...
12. მე-10 კომენტარს ვეთანხმები. მე-10 კომენტარს ვეთანხმები.
11. რა ლამაზია ^^ რა ლამაზია ^^
10. შესაშურად ენისგასატეხია შესაშურად ენისგასატეხია
9. 55555555555555555555 55555555555555555555
8. ამ საიტზე ,აქა იქ ,შემორჩენილ ნამდვილ პოეტებს შორის:) ამ საიტზე ,აქა იქ ,შემორჩენილ ნამდვილ პოეტებს შორის:)
7. მშვენიერია! მშვენიერია!
5. ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
14 თებერვალი, 2015
ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
14 თებერვალი, 2015
4. +. 14/02/15წელი. ლამაზი და სუფთა ნადარდელია. ზეციურივითაა. სიჩუმეში ნათქვამი უთქმელობა. დაკარგულით მოტანილი სევდა მსუბუქი და ჰაეროვანი შედარებებით.
ეს კაეშანი! ვერავის თრგუნავს, რადგან ცხოვრება მაინც გრძელდება.......
ზეცაა, რომელიც თავის განწყობას, მუდმივად გამოხატავს და ჩვენც მოზიარედ გადაგვაქცევს ხოლმე.....ძლიერია და იმიტომ... ნექტარი. +. 14/02/15წელი. ლამაზი და სუფთა ნადარდელია. ზეციურივითაა. სიჩუმეში ნათქვამი უთქმელობა. დაკარგულით მოტანილი სევდა მსუბუქი და ჰაეროვანი შედარებებით.
ეს კაეშანი! ვერავის თრგუნავს, რადგან ცხოვრება მაინც გრძელდება.......
ზეცაა, რომელიც თავის განწყობას, მუდმივად გამოხატავს და ჩვენც მოზიარედ გადაგვაქცევს ხოლმე.....ძლიერია და იმიტომ... ნექტარი.
3. ვეთანხმები მუხას. ძალიან კარგია! 5..!
ვეთანხმები მუხას. ძალიან კარგია! 5..!
2. მომეწონა! მშვენიერია ! სათვფურცლეა! მომეწონა! მშვენიერია ! სათვფურცლეა!
1. თითქოს "სულიკოს" ჰგავს...
"ია სპრასილ უ იასენია"-ც გამახსენა.
ანუ, კი არ ჰგავს- ის ემოცია მოიტანა.
და ეს ძალიან კარგია.
"მანგი" რა არის?
თითქოს "სულიკოს" ჰგავს...
"ია სპრასილ უ იასენია"-ც გამახსენა.
ანუ, კი არ ჰგავს- ის ემოცია მოიტანა.
და ეს ძალიან კარგია.
"მანგი" რა არის?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|