ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პროზა
19 თებერვალი, 2015


ჩემი ევრიკა ჰუმანიზმია!

მოდი და შემეტყვე!
გაუმარჯოს გულგრილობას... (აქ ძალიან მინდა გაღიმება)
აღფრთოვანებული ვარ საკუთარი თავით, გულგრილი ძალიან მომწონს.
მოდი ვნახოთ სანამდე გავძლებთ მე და ჩემი გულგრილობა ერთად,
იმედია საღამომდე მაინც...
მზე უკვე ზღვას მიესალმა დასავლეთით, თუ დედამიწამ აქცია ზურგი ღერძის ირგვლივ...
ასე რომ დრო ეწურება საღამოს და კიდევ ერთხელ იმედია მე, და გულგრილობას არა!
იმიტომ რომ ასე ნაკლებად ვგავარ ზეზეულად ფხიზელს, უფრო რეალური ვარ ასე.
ალბათ ახლაც გულგრილი კი არა ემოციების ქვეშ ვარ, იმიტომ რომ, რატომღაც მგონია რომ ყველაფერს შევძლებ!
( ნუ ამახსნევინებთ ამ ყველაფერში რას ვგულისხმობ, თქვენს ყველაფერს სეადარეთ და მეც მანდ ვარ..! )
რატომღაც გამალებით ვცდილობ დროის გაყვანას, გეგონება თავზესაყრელად მქონდეს...
ისეთი გრძნობა მაქვს რომ ვიღაცაში განვმეორდი.
არა ჩემში არა, რა ტაპტალოგია?! არა არც დროში, რა დეჟავუ?!
უფრო სხვაში, ანუ პლაგიატი!
...
იცით რაღაც გიჟური აზრი მომივიდა,
არა გიჟურში ექსტრემალურს არ ვგულისხმობ, უფრო ავადმყოფურს, რაღაც სადისტურად ჰუმანურს. მგონი ისინი სხვადასხვა პოლუსზე არიან, მაგრამ მაინც ერთ დედამიწაზე!
გიჟური ( არა ექსტრემალური, ავადმყოფური, რაღაც სადისტურად ჰუმანური ) აზრი :
,,წარმოვიდგინე ჩვილ ბავშვებს ვისვილებთქო, არა ყველას ერთად კი არა, რიგ - რიგობით...
ერთი ჩვილი ბავშვი, რომლის ერთადერთი ღირსება ის არის, რომ ჩვილი ბავშვია და,
ვზრდი უკიდურესად დადებითად, რომელსაც ეს ერთადერთი ღირსება ჩამოერთმევა მალე, როცა აღარ იქნება ჩვილი ბავშვი ...
არა კი არ გაქრება... ჯერ!
უბრალოდ ბავშვი გახდება მერე და არა ჩვილი ბავშვი."
აქ უკვე ტაპტალოგიაა!
ეს იმიტომ, რომ, ხომ გითხარით ავადმყოფური იდეაათქო, ამიტომ მინდა დამატებით ამითაც გაგაღიზიანოთ, სანამ ბოლომდე ჩავიდოდეთ.
თუმცა უკვე გულგრილი აღარ ვარ, მაგრამ სეამჩნევდით არც გულჩვილი და აქვე ისევ ისე მინდა გაღიმება არაგულგრილურად.
ჰოდა ჩვენი ჩვილი ბავშვი უკვე უბრალოდ ბავშვია და ამას როდის ვამჩნევ იცით?!
როცა პირველ შეცდომას უშვებს. არაუპატიებელს, ბავშვურს, მაგრამ უკვე შეცდომას ანუ უწმინდურს. ეს კი უმანური აღარაა, ამიტომ... აღარაა ბავშვიც!...
ანუ იგი გავანთავისუფლეთ და ,,საშვიც" აქვს ანგელოზებთან...
და ახლა მორიგი ჩვილი ბავშვი, რომელიც მერე აღარაა ჩვილი უბრალოდ ბავშვი, მერე სეცდომა და აღარაა ბავსვი და ანგელოზებთანაა...
და მორიგი ჩვილი, მორიგი შეცდომა და მორიგი აღარაა და ანგელოზებთანაა..."
აი ეს არის სადისტურად ჰუმანური.
ჰუმანური იმიტომ, რომ ჩვილი ბავსვი წმინდაა და პირველყოფილურად მომწყურდა წმინდა, მართალი, სუფთა ამ უწმინდურებაში, მაგრამ ამ უწმინდურებაში მას არ შეუძლია ისეთივე პირველყოფილურად წმინდა დარჩეს და ამიტომ ვათავისუფლებთ მას პირველი შეცოდებისთანავე და მორიგ შეცოდებამდე ანგელოზებთანაა...
მათ პირველ შეცდომებს კი მე ვიტვირთავ მათივე არ დაშვებული მორიგი შეცდომებითურთ ანუ შეცოდებითურთ, იმიტომ რომ, შემეცოდნენ შეცოდებებისთვის და გავანთავისუფლე!
და სადისტური იმიტომაა, რომ აღარაა ბავშვი!
ჰუმანური მეტი გამოვიდა ანუ ღმერთმა მომიტევოს, რაც არ მივუტევე პირველი შეცოდება მორიგ შეცოდებამდე.
მე პირველსავე ლიმიტის, ღმერთი კი მორიგის უფლებას გვაძლევს და მერე გვათავისუფლებს.
იცით რატომ?!
თავისუფლების ფასი უკეთ რომ შევიგრძნოთ!
ანგელოზებთანაა... რომ დავიმსახუროთ და არა საშვით მოვხვდეთ!
საშიში ბილიკებით ვიარე, ღმერთამდე მივედი მაინც, იმიტომ რომ მინდა მჯეროდეს ჩემშიც მეტია ჰუმანური.
მაგრამ ღმერთი მაინც შეცდა ადამიანებს თავისუფალი არჩევანის უფლება რომ მისცა,
და ახლა ამ შეცდომის შედეგს იმკის, რომ უფება მომცა ეს დამეწერა... თუმცა, მერე გამანთავისუფლებს.
მაგრამ კითხვა: ანგელოზებთანაა?!

და კიდევ იცით რა? იმ მატემატიკოს ვგავდი თეორემას რომ ამტკიცებს და გზადაგზა რაღაცას პოულობს, შედეგი კი ბოლომდე არ იცის და მერე ევრიკააა...
ჩემი ევრიკა ჰუმანიზმია!
გულწრფელობის დეტექტორმაც დამამარცხა,
ანუ ევრიკა - ჰუმანიზმია, ჭეშმარიტია!

პ.ს. არადა სხვაგვარად ვაპირებდი წერას, მე ხომ მჯერა რომ მეტია ჰუმანიზმი, იმედი.


                                                                                      2011 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები