 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პოეზია 27 მარტი, 2015 |
ლექსი დაიწერა დედაენის დღისათვის
ყველა სიტყვა ლოცვა არის კურთხეული ქართულის, იავნანას დედის სითბო ყრმობიდან აქვს ჩაწნული, რამდენ სათუთ გრძნობას ითვლის მისი სიტყვის ძალა ანდა რამდენ გულისტკივილს და სინანულს მალავს... მშობელ დედის მადლი ახლავს დედაენას, წმინდა გულითა გრძნობ, ეს წყალობა როგორ ცვივა ციდან. როცა გესმის დედის ლოცვა, გეფინება მალამოდ „შვილო დედა შემოგევლოს, შენით ბრუნავს სამყარო, წარსულიდან მომავლისკენ, ანიდან და ჰაემდე, მშობლიური სიტყვისა და ლოცვის მადლი გწყალობდეს.“ სხვა ენაზე ნათქვამს სიტყვას, ლამაზსა და ვნებიანს , ვერ ვპასუხობ იგივ განცდით, ვემსგავსები სევდიანს გინდ მივლიდეს ჟრუანტელი, უცხო ტომის ხმაზე, ვამჯობინებ ქართულად თქმულს „ მე მიყვარხარ ცამდე“ თუ დასრულდა სიცოცხლე და ვერ ვიქეცით გმირად, სამშობლო და დედის ძუძუ სხვა ტკივილით გვტკივა.
ყველა ლოცვას მუხლს მოვუდრეკ, თუ აქვს ჟღერა ქართული , და ღმერთისგან „ამინ“ იყოს ჩემი ლოცვის დასტური.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ლუტეცია, ბევრი ლექსია უკეთესად შესრულებული ? კარგად გამაცინე. უკეთესად უკეთესი ავტორები წერენ :DDDD ლუტეცია, ბევრი ლექსია უკეთესად შესრულებული ? კარგად გამაცინე. უკეთესად უკეთესი ავტორები წერენ :DDDD
5. თუ დასრულდა სიცოცხლე და ვერ ვიქეცით გმირად, სამშობლო და დედის ძუძუ სხვა ტკივილით გვტკივა. - ამის აზრი ვერ გავიგე. რა ვიცი, მგონი ბევრი ლექსია მსგავსი თემატიკის და შინაარსის, უკეთესად შესრულებული. თუ დასრულდა სიცოცხლე და ვერ ვიქეცით გმირად, სამშობლო და დედის ძუძუ სხვა ტკივილით გვტკივა. - ამის აზრი ვერ გავიგე. რა ვიცი, მგონი ბევრი ლექსია მსგავსი თემატიკის და შინაარსის, უკეთესად შესრულებული.
4. "სამი ღვთაებრივი მამაპაპისეული საუნჯის"გამოძახილი... მიყვარს ენაზე,მამულსა და სარწმუნოებაზე შექმნილი პოეზია...
"სამი ღვთაებრივი მამაპაპისეული საუნჯის"გამოძახილი... მიყვარს ენაზე,მამულსა და სარწმუნოებაზე შექმნილი პოეზია...
3. "სხვა ენაზე ნათქვამს სიტყვას, ლამაზსა და ვნებიანს , ვერ ვპასუხობ იგივ განცდით, ვემსგავსები სევდიანს" მეც მასე ვარ. "სხვა ენაზე ნათქვამს სიტყვას, ლამაზსა და ვნებიანს , ვერ ვპასუხობ იგივ განცდით, ვემსგავსები სევდიანს" მეც მასე ვარ.
2. არ მომწონს ლექსები ასეთი რიტმით. პრობლემა ჩემშია.
არ მომწონს ლექსები ასეთი რიტმით. პრობლემა ჩემშია.
1. კარგი საბავშვოა! კარგი საბავშვოა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|