ნაწარმოებები



ავტორი: აზგო
ჟანრი: თარგმანი
20 თებერვალი, 2015


მოკლე ამბები

ერნესტ ჰემინგუეი რესტორანში ყოფნისას დანაძლევებია მეგობრებს, თითოს 10 დოლარზე, რომ გულისამაჩუყებელი მოთხრობის დასაწერად ექვს სიტყვაზე მეტს არ გამოიყენებდა და მოიგო ეს ფული შემდეგი ტექსტით:
For sale: Baby shoes, never worn.
ანუ:
იყიდება  ჩვილის ბაჩუჩები. ჩაუცმელი.

ეს კიდევ რიჩარდ ბროთიგანის ორხაზიანი მთხრობა, რომელშიც კვანძის გასკვნაცაა, ფინალიც და კვანძის გახსნაც:

“It’s very hard to live in a studio apartment in San-Jose with a man who’s learning to play the violin.” That’s what she told the police when she handed them the empty revolver.
.
თარგმანი:

- ძალიან ძნელია სან-ხოსეში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდე ადამიანთან, რომელიც ვიოლინოზე დაკვრას სწავლობს, - სულ ეს იყო რაც ქალმა პოლიციას უთხრა, როცა დაცლილ რევოლვერს აძლევდა.

ესენი იმიტომ დავდე რომ პოეზია-თარგმანები გამეზავებინა. რა ამბავია?! სამ გვერდს გადავხედე და პროზა მხოლოდ სამია ხოლო პოეზია 210 ცალი! მძიმე სურათია! გამოდის ლექსის თარგმნა შეუდრებლად იოლია და ამიტომაცაა ასე წარღვნა რაოდენობით პოეზია თარგმნილი აქ, მაგრამ, მეგობრებო, პატარა პროზასაც გადაწვდით. თან სასურველია მართლა უცხოურს, თორემ რუსულის კითხვა ისედაც ყველამ ვიცით და დედანში, რომელიც ცხადია ყოველთვის სჯობია ნათარგმნს, წავიკითხავთ ვისაც რა გვინდა. ხომ არსებობს ფრანგული, გერმანული, ესპანური და ვინ იცის, იქნებ იაპონურიც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები