ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2015


ამ ყველაფერში ,რაც ხდება ირგვლივ

ამ ყველაფერში ,რაც ხდება ირგვლივ,
ჩემს მიღმა,ჩემთან,ეზოში,გარეთ-
არაფერია მცირედი ხიბლი,
არც თოვლში!
ჩემი ბავშვობის მთვარეც
გახუნებილი კიდია ცაზე.

უბედურია დღეს ჩემი ხალხი,
მოთოვა  მთებზე  პირველმა  თოვლმა.
არსებობს შიში,თვალებს  რომ ახელ,
იქნება  ქარი,
აგიტანს თრთოლვა.

საუბარია,უბრალოდ, რაზე?

ათი კაცია ამ  ერს  რომ მართავს,
ამ  ათი კაცის გადაყვა  მადას
ჩემი ქვეყანა,წლებია უკვე
ხალხი რას  ითხოვს? უბრლოდ- ლუკმებს
და ამ ლუკმებსაც ამადლით ბედი.

იყო დრო ,როცა პეპლებზე ვწერდი.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები