სიკვდილს სიცოცხლეს ესარჩლებიან, აქ მრავალია სავარდნი წყალი, ეს თვაშლიანი დედაჩემია, პოეტის სევდით გამძღარი ქალი. რამდენი გლოვის დღე დამრჩენია, ნელ–ნელა ვძერწავ სიკვდილის ყალიბს, ეს თავშლიანი დედაჩემია, ფოფოდიაა ეს გლეხის ქალი. მათხოვარს ხურდას ევაჭრებიან, გადაუხდელი არ მრჩება ვალი, ეს თავშლიანი დედაჩემია, ყველაზე დიდი ჯვრის მქონე ქალი. დღეს მომავალი ვხედავ ჩემია, თუმც აწმყო მაინც მაშინებს ძალით, ეს თავშლიანი დედაჩემია, სიკვდილზე დიდი ცოცხალი ქალი. უკვე სხვა მხრიდან მექაჩებიან, ირგვლივ ბევრია მაცდური თვალი, ეს თავშლიანი დედაჩემია, ღვთისმშობლის სწორი - უბრალო ქალი. სიკვდილს სიცოცხლეს ესარჩლებიან, მე ერთი დამრჩა სავარდნი წყალი, ეს თავშლიანი დედაჩემია, დედა - პოეტის, მღვდლის - ცოლი ქალი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ყველას თავისი აზრი აქვს. თქვენც გეთანხმებით. ლექსები არ ვიცი მაგრამ ბევრი ცუდი რაღაც იწერება დედაზე და ალბათ ლექსებიც. ყველას თავისი აზრი აქვს. თქვენც გეთანხმებით. ლექსები არ ვიცი მაგრამ ბევრი ცუდი რაღაც იწერება დედაზე და ალბათ ლექსებიც.
11. რა შუაშია დედაზე როა. მე არ მითქვამს რომ ცუდი ლექსია მაგრამ შენიშვნები თუ არ შეიძლება მაშინ დაწერეთ " მე მიყვარს დედა" და მორჩა. :) დედაზეც არსებობს კარგი და ცუდი ლექსი და ყველაზე. რა შუაშია დედაზე როა. მე არ მითქვამს რომ ცუდი ლექსია მაგრამ შენიშვნები თუ არ შეიძლება მაშინ დაწერეთ " მე მიყვარს დედა" და მორჩა. :) დედაზეც არსებობს კარგი და ცუდი ლექსი და ყველაზე.
10. დიდი მადლობა. გეთანხმები რომ დედაზე ცუდი ლექსი არ არსებობს. დიდი მადლობა. გეთანხმები რომ დედაზე ცუდი ლექსი არ არსებობს.
9. დედაზეა ლექსი და ითხოვთ შენიშვნებს ?! მე ყვალანაი ლექსი მომწონს დედაზე და არასდროს შენიშვნას არ დავწერ!
დედაზეა ლექსი და ითხოვთ შენიშვნებს ?! მე ყვალანაი ლექსი მომწონს დედაზე და არასდროს შენიშვნას არ დავწერ!
8. გონია არა. არის
გონია არა. არის
7. სიკვდილს სიცოცხლეს ესარჩლებიან, - ეს ვერ გავიგე. ისე არა უშავს ლექსს.
ალბათ უმეტესობას საკუთარი დედა ჰგონია "ყველაზე დიდი ჯვრის მქონე ქალი." სიკვდილს სიცოცხლეს ესარჩლებიან, - ეს ვერ გავიგე. ისე არა უშავს ლექსს.
ალბათ უმეტესობას საკუთარი დედა ჰგონია "ყველაზე დიდი ჯვრის მქონე ქალი."
6. ფოფოდია, რომ შუა ლექსში არ გეხსენებინათ, ფინალი ბერვად მოულოდნელი და საინტერესო იქნებოდა. ფოფოდია, რომ შუა ლექსში არ გეხსენებინათ, ფინალი ბერვად მოულოდნელი და საინტერესო იქნებოდა.
5. ყველას მადლობა და თხოვთ მაქსიმალურად შენიშვნები დამიწეროთ აქ... ყველას მადლობა და თხოვთ მაქსიმალურად შენიშვნები დამიწეროთ აქ...
3. თვაშლიანი > თავშლიანი. დედა - პოეტის, მღვდლის - ცოლი ქალი. > დედა - პოეტის, მღვდლის - ცოლი, ქალი.
არაუშავს...
თვაშლიანი > თავშლიანი. დედა - პოეტის, მღვდლის - ცოლი ქალი. > დედა - პოეტის, მღვდლის - ცოლი, ქალი.
არაუშავს...
1. მომეწონა, ყოჩაღ. სხვანაირ ფინალს ველოდი, არა ისეთს როგორიც პირველი სტროფია და ეგეც აქვს. მამის სახე გამოიკვეთა, თანაც რა კარგი მომეწონა, ყოჩაღ. სხვანაირ ფინალს ველოდი, არა ისეთს როგორიც პირველი სტროფია და ეგეც აქვს. მამის სახე გამოიკვეთა, თანაც რა კარგი
|
|
მონაცემები არ არის |
|
|