ქარს გაძვრა სული - ნიავი და ნესტს უშრობს ყინვას, წელი კი წელზე - ჯვარი მხრებზე აწევს იანვარს, დაგყურებ ნინოვ და ვერ ვხვდები საერთოდ ვინ ვარ, აქ როგორ მოვხვდი, ადრე ვარ თუ სულაც გვიან ვარ მოსული. დროა უხეში და ვნებები სველი, ეს ჭორიკანა დღეები კი შენი ჯვარია, იუდასავით წარიკვეთე სასო და ველი წყალობას მაინც და შეუნდე შევთხოვ მარიამს. (ნეტავი ცოლო) იმედები თუ აწმყომ ზიდა, ვერ თოვს, არ წვიმს და ჩამომხრჩვალ მზეს ტალახს გესვრიან, შენი სხეული ალბათ ორ-სამ ვერცხლამდე ღირდა, სულის ფასი კი ათასობით ასი ვერცხლია და კიდევ მეტი. ქარი თვლემს და სველდება ღამე, წმინდაო ნინოვ, ქეთევან და შენ გთხოვ მარიამ, შეუნდე ყველა შეცოდება სიბრმავის წამებს, მიეც შენდობა და სიმშვიდე მზეს თავქარიანს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. წმინდაო ნინოვ, ქეთევან და შენ გთხოვ მარიამ, შეუნდე ყველა შეცოდება სიბრმავის წამებს, წმინდაო ნინოვ, ქეთევან და შენ გთხოვ მარიამ, შეუნდე ყველა შეცოდება სიბრმავის წამებს,
2. რომელია ზედმეტი? რომელია ზედმეტი?
1. ძალიან ბევრი სახელებია ნაწერში. ძალიან ბევრი სახელებია ნაწერში.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|