ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფორთოხლის გოგონა
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2015


ფოთლები, ლორენ...

ჩემო მეგობარო გააღე ფანჯარა
ლამაზი თითებით ლორენ,
ვიღაცა შენს გვერდით ხან არის ხან არა
თუმცა დღეს ფოთლები მოვლენ...

დაორთქლე მინები მხურვალე სუნთქვით და
იგრძენი მთებს როგორ ათოვს,
სათქმელი-უსიტყვო, თვალებით გათქვი და
კარები დახურე ფართო...

ცრემლებში მზეები ისევ რომ დაგცვივდა
(ეს ქალებს გვჩვევია მარტო.)
ლოცვები გაგზავნე ზეცაში ქვევიდან
და ნახე, მთებს ღმერთი ათოვს...

ჩემო მეგობარო დახუჭე კარები
ლამაზი თვალებით ლორენ,
გახსოვდეს შენს სახლში დღეს შენი სტუმრები
ფანჯრიდან, ფოთლები მოვლენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები