 | ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია 16 მარტი, 2015 |
მტრედისფერად ათოვს ქვიან ყორეს, ბუხარს ლოკავს ალნარევი ბოლი.... მეტირება, მხოლოდ თვალებს, თორემ, ფეხებს ვეღარ დამისველებს თოვლი.... ფანჯრის მიღმა ჩემს ბავშვობას ვეძებ, თოვლში ნათობს გარდასულის კვარი, უწინ ყველას მოამაგე-შემწე, დღეს თვითონ ვარ მათი მათხოვარი.... ეტლის მონა, ნაღველიან არაყს გადავკრავ და ხმას ჩაჰყვება ბზარი.... ,,რბილ სავარძელს,, ნუ ინატრებთ ნურვინ, სავარძელი ბევრნაირი არი.... და ბრმა ბედმა თუ მიმრიდა ასე, გოლგოთამდე ვზიდო ,,ორი ჯვარი,, ნუღარავინ დამიძახებთ სახელს, მე სახელად მქვია ხეიბარი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ძალიან სევდიანი ლექსია. ძალიან სევდიანი ლექსია.
12. ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
16 მარტი, 2015 ძალიან კარგი წერის მანერა გაქვს ავტორო...ლექსიც და ეს გვერდიც ძალიან მომწონს რა თქმა უნდა... ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
16 მარტი, 2015 ძალიან კარგი წერის მანერა გაქვს ავტორო...ლექსიც და ეს გვერდიც ძალიან მომწონს რა თქმა უნდა...
11. მტრედისფერად ათოვს ქვიან ყორეს, ბუხარს ლოკავს ალნარევი ბოლი.... მეტირება, მხოლოდ თვალებს, თორემ, ფეხებს ვეღარ დამისველებს თოვლი.... ფანჯრის მიღმა ჩემს ბავშვობას ვეძებ, თოვლში ნათობს გარდასულის კვარი, უწინ ყველას მოამაგე-შემწე, დღეს თვითონ ვარ მათი მათხოვარი.... ეტლის მონა, ნაღველიან არაყს გადავკრავ და ხმას ჩაჰყვება ბზარი.... ,,რბილ სავარძელს,, ნუ ინატრებთ ნურვინ, სავარძელი ბევრნაირი არი....
მომეწონა მტრედისფერად ათოვს ქვიან ყორეს, ბუხარს ლოკავს ალნარევი ბოლი.... მეტირება, მხოლოდ თვალებს, თორემ, ფეხებს ვეღარ დამისველებს თოვლი.... ფანჯრის მიღმა ჩემს ბავშვობას ვეძებ, თოვლში ნათობს გარდასულის კვარი, უწინ ყველას მოამაგე-შემწე, დღეს თვითონ ვარ მათი მათხოვარი.... ეტლის მონა, ნაღველიან არაყს გადავკრავ და ხმას ჩაჰყვება ბზარი.... ,,რბილ სავარძელს,, ნუ ინატრებთ ნურვინ, სავარძელი ბევრნაირი არი....
მომეწონა
10. რა ლამაზად იწყება და რა მტკივნეულად მთავრდება. . :(
5.. რა ლამაზად იწყება და რა მტკივნეულად მთავრდება. . :(
5..
9. უწინ ყველას მოამაგე-შემწე, დღეს თვითონ ვარ მათი მათხოვარი.... ეტლის მონა, ნაღველიან არაყს გადავკრავ და ხმას ჩაჰყვება ბზარი.... ,,რბილ სავარძელს,, ნუ ინატრებთ ნურვინ, სავარძელი ბევრნაირი არი....
რა ნიჭიერი კაცი ხარ, ლევან?! ბრავო! 55555555555 უწინ ყველას მოამაგე-შემწე, დღეს თვითონ ვარ მათი მათხოვარი.... ეტლის მონა, ნაღველიან არაყს გადავკრავ და ხმას ჩაჰყვება ბზარი.... ,,რბილ სავარძელს,, ნუ ინატრებთ ნურვინ, სავარძელი ბევრნაირი არი....
რა ნიჭიერი კაცი ხარ, ლევან?! ბრავო! 55555555555
8. "მტრედისფერად ათოვს ქვიან ყორეს, ბუხარს ლოკავს ალნარევი ბოლი...."--ასეთი კადრი ძალიან ამშვენებს ლექსს. "მტრედისფერად ათოვს ქვიან ყორეს, ბუხარს ლოკავს ალნარევი ბოლი...."--ასეთი კადრი ძალიან ამშვენებს ლექსს.
7. მე მყავს ეტლს მიჯაჭვული მეგობარი. კარგად მესმის ლექსის არსი,ფერი და განცდაც. ხეიბრები ისინი უფრო არიან ვისაც სული აქვთ დაავამყოფებული და არა სხეული... რეალობა ისაა, რომ მაინც მძიმე ჯვარია ორივე... მიუხედავად ამისა,ჩემი მეგობარი სიხარულის წუთებითაა სავსე და ელის ერთად ყოფნის განთიადს. <3 ++
მე მყავს ეტლს მიჯაჭვული მეგობარი. კარგად მესმის ლექსის არსი,ფერი და განცდაც. ხეიბრები ისინი უფრო არიან ვისაც სული აქვთ დაავამყოფებული და არა სხეული... რეალობა ისაა, რომ მაინც მძიმე ჯვარია ორივე... მიუხედავად ამისა,ჩემი მეგობარი სიხარულის წუთებითაა სავსე და ელის ერთად ყოფნის განთიადს. <3 ++
6. ძალიან მომეწონა, და საერთოდ თქვენი პოეზია ძალიან გულწრფელია, აქ ვერ ნახავთ ,,ნაძალდევ, და ,,გადამღერებულს,, ვერაფერს, საოცრად სუფთაა. ძალიან მომეწონა, და საერთოდ თქვენი პოეზია ძალიან გულწრფელია, აქ ვერ ნახავთ ,,ნაძალდევ, და ,,გადამღერებულს,, ვერაფერს, საოცრად სუფთაა.
5. პირველი სტროფი კარგი ლირიკის დასაწყისი იქნებოდა პირველი სტროფი კარგი ლირიკის დასაწყისი იქნებოდა
4. =. 16/03/15წ. ცვივა ცრემლები , თანაგრძნობის, ხეობარის, სავარძლის, ახლოს. სადღაც, მეგობრის თანადგომა, თუ, სულში სახლობს ეს, ტექსტს თანაგრძნობა, ასეთი სინამდვილისაგან უფალი ფარავდეს ყველას. ნექტარი =. 16/03/15წ. ცვივა ცრემლები , თანაგრძნობის, ხეობარის, სავარძლის, ახლოს. სადღაც, მეგობრის თანადგომა, თუ, სულში სახლობს ეს, ტექსტს თანაგრძნობა, ასეთი სინამდვილისაგან უფალი ფარავდეს ყველას. ნექტარი
3. ყველა სავარძლის დედა ვატირე ამ ქვეყანაზე, მთავარია იმ ქვეყანას მწვანედ მოღაღანე მოლზე დასვამენ თუ მდუღარე კუპრიან კასრში ჩამსვამენ...:))
5 ქულა.
ყველა სავარძლის დედა ვატირე ამ ქვეყანაზე, მთავარია იმ ქვეყანას მწვანედ მოღაღანე მოლზე დასვამენ თუ მდუღარე კუპრიან კასრში ჩამსვამენ...:))
5 ქულა.
2. ძალიან კარგია ! ძალიან კარგია !
1. ფორმაში ხარ! 5 ფორმაში ხარ! 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|