ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2015


მამას რობაია : ქება-დიდება ქართულ ღვინოს

შეავსეთ ჭიქა, მეგობრებო კარდენახულად,
-ეს ღვინო ქვევრში ჩვენთვის დიდხანს გადანახულა-
უღვინოდ ლხინი ქართველებში განა ნახულა?
არ მოვა ეშხი თუკი ღვინომ არ შეგვახურა!
დავლიოთ ღვინო, მამა-პაპის სისხლმა გაგვზარდოს!
ვუმღეროთ მამებს_მოვიცილოთ ფიქრი სადარდო
და, თუკი სევდა ტვინში ძრომას მაინც არ იშლის
_შეავსეთ ჭიქა, დალიეთ და მოვა ხალისი!
შენს გამო არის ღვინოვ, ბრძენი _გადარეული,
შენ დაუკარგე ბევრს ხალისი _ჩამორთმეული,
ღვინოვ შენ აძლევ სუსტს ძალას და გამბედაობას
და ბარბაროსიც შენი ძალით სევდიანობდა.
თქმულება _თითქოს კაცმა გპოვა _არ გაგაცინებს?!
ადამიანი, ღვინოვ, შენ არ აღმოაჩინე?!
ვიცი, წინაპარს არ გახსნია ტვინის გალია
იქამდე, სანამ, ღვინოვ ტკბილად შენ არ დაგლია.
_ეს ლექსიც ჩემი მოგონილი ნუ გეგონებათ, ღვინის ხმა არის, მისი აზრი და შთაგონება.
_შეავსეთ ჭიქა და შეხედეთ დალოცვილ სითხეს_
თუ თქვენ არ ძალგიძთ, ღვინო იტყვის საჭირო სიტყვებს!

დღეს შევძელი ჩამომეღო მამას ხელნაწერები და ეს ვნახე პატარა ფურცელზე დაწერილი.მომინდა სხვებისთვისაც გამეზიარებინა. დიდი სმის მოყვარული არ იყო, მარა შავ ღვინოს წამალს ეძახდა და კარგ ღვინოსაც გვიწურავდა ხოლმე მანდილოსნებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს