ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეკ ტალასი
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2015


* * *

ამ ქუჩაზე შარშან გოგო დადიოდა დილით,
ნაზი,როგორც შველი,
ვით ავაზა ფრთხილი,
მშვიდი,წყნარი,მშველი...

დადიოდა გოგო ისე,რომ ამ ქუჩას სხივი,
ჰფენდა ნათელს ლალის,
თითქოს თვალი მძივის,
სავსე,დაუმშრალი...

ამ ქუჩაზე შარშან გოგო დადიოდა ჯერაც,
როგორც სიო გრილი,
თრობის მქონე მზერა,
გოგო-ყინვაც,თბილიც...

ამ ქუჩაზე დადიოდა გოგო,ღმერთის ლოცვა,
რა უბრალო ქცევით,
მხოლოდ ერთი კოცნა,
ან გზა დასაქცევი...

დადიოდა გოგო მუდამ ამ ქუჩაზე მაშინ,
როგორც ნატვრის სახე,
გოგო,კიდევ ბავშვი,
ბოლოს გუშინ ვნახე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები