| ავტორი: ტ ა ტ ო ჟანრი: პოეზია 19 მარტი, 2015 |
შენი ბრალია ბავშვობა რომ მახსოვს ლამაზად, შენი ბრალია ოდნავ მაინც რომ ვარ ამაყი, მე შემიძლია დავიყვირო ისე თამამად რომ შენნაირი არ არსებობს ქვეყნად არავინ.
შენა ხარ დედი ჩემი რწმენა და ეკლესია, შენა ხარ ჩემთვის სალოცავი, წმინდა ტაძარი სიყვარული და ერთგულება ჩვენი წესია, გრძნობა რომლითაც ზღვებს ვაშრობთ და მთები დავძარით.
დედი, შენ ერთმა დამანახე გზები ღმერთამდე დაუნახავი რომ არ ვიყო, დედიკო ალბათ ყოველდღე უნდა მოვათრევდე ჩემს თავს შენამდე მოვათრევდე რომ მონატრების სურვილი ჩავკათ.
იმ მონატრების ზოგჯერ ღამე რომ არ გაძინებს და ყოველ დილით გულზე ცეცხლის ალად გედება, შენ სოფელში ხარ, მე კი ამ დროს ქალაქს ვამძიმებ და დღეში ერთხელ დარეკვაც კი არ მახსენდება.
დროსაც მიუძღვის წილი ბრალი განშორებაში, წინათ შენს კალთას მიკერილი დღეს რომ შორსა ვარ თესე სიკეთი სათითაოდ ყველა ჩვენგანში დედი შემინდე თუ ვერ გაძლევ ნაცვალდ მოსავალს.
თუ ვერ გიფასებ სათანადოდ ამაგს გაწეულს, ყველა სიტკობს და ყველა სითბოს რაც კი მიწვნია რაც გამაჩინე ორ ნახევარს ითვლი ათწლეულს და ერთ წამით ჩვენზე ლოცვა არ დაგვიწყნია.
შემინდე დედა ძველებურად ვერ გიკრებ იებს, დრო დაუნდობლად სწრაფად გადის, წლები მიქრიან დღემდე ვფიქრობდი დედაა და კი მაპატიებს და ამიტომაც ბოდიშის თქმა არც მიფიქრია.
დედი მე ისევ ის ბიჭი ვარ უშენოდ ვერსად, რომ ვერ ვძლებდი და გეძახოდი ცრემლმორეული. მე ყველა ცოდნას შენგან ნასწავლს ჩემ შვილში ვთესავ რომელიც არის შენი მსგავსი და ორეული.
შემინდე დედი ჩემს გამო რაც ღამე ათიე, შემინდე ყველა ნერვის მოშლა და გულის ხეთქვა; ლექსს რომ ვეძახი ამ ნაჯხაბნში ვერ ჩავატიე ყველა სათქმელი რაც მინდოდა რომ შენთვის მეთქვა.
დედი შენს გამო, მე ცხოვრებას ფერადად ვხედავ, შენ ჩემს ბავშობას სითბოსა და სინათლეს ჰფენდი. ერთადერთო და სანათრელო, ლამაზო დედავ! გეტყვი რომ: ძლიერ, ძალზე ძლიერ მიყვარხარ დედი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ტატო მეგობარო, მე და თქვენ და საერთოდ ჩვენ ადამიანებს ერთნაირი ბუნება გვაქვს, და მსგავსი რაღაცები გვიხარია, სუბიექტურად სხვადასხვანაირად მაგრამ მაინც. მე არ შეგეკამათებით იმაზე თუ როგორ და რა ფორმით არის უმჯობესი ვიღაცის გახარება. მიხარია თუ ადრესატს მოეწონა და გაუხარდა. არ მიხარია რომ რადგან დაიმლერ ბენცმა ავტო შექმნა, ახლა ყველა ცდილობს მისი წარმატების ეფექტი გაიმეოროს საკუთარი ნაკლებად ხარისხიანი ავტოთი. იმედია გამიგებთ, თუ არ გამიგებთ ან ვერ გამიგებთ ეგ თქვენი პრობლემაა. ტატო მეგობარო, მე და თქვენ და საერთოდ ჩვენ ადამიანებს ერთნაირი ბუნება გვაქვს, და მსგავსი რაღაცები გვიხარია, სუბიექტურად სხვადასხვანაირად მაგრამ მაინც. მე არ შეგეკამათებით იმაზე თუ როგორ და რა ფორმით არის უმჯობესი ვიღაცის გახარება. მიხარია თუ ადრესატს მოეწონა და გაუხარდა. არ მიხარია რომ რადგან დაიმლერ ბენცმა ავტო შექმნა, ახლა ყველა ცდილობს მისი წარმატების ეფექტი გაიმეოროს საკუთარი ნაკლებად ხარისხიანი ავტოთი. იმედია გამიგებთ, თუ არ გამიგებთ ან ვერ გამიგებთ ეგ თქვენი პრობლემაა.
8. საბა, ეს ლექსი ძვირფასი საჩუქარი იყო ადრესატისთვის. შენ კი ამბობ რა საჭიროა საჩუქარი სხვამ ხო უკვე აჩუქა თავიაანთ დედებსო. :) საბა, ეს ლექსი ძვირფასი საჩუქარი იყო ადრესატისთვის. შენ კი ამბობ რა საჭიროა საჩუქარი სხვამ ხო უკვე აჩუქა თავიაანთ დედებსო. :)
7. ჰმ. ასეთ ლექსებზე ყოველთვის გაორებული გრძნობა მაქვს. 1. არ არის ცუდი ლექსი, ცუდად არ რითმავთ, რიტმიც ნორმალურია. 2. თემატიკა და დამოკიდებულება არ მომწონს. რატომღაც ძალიან ბევრი წერს: დეაზე, დედიკოზე, მააა, მამიი, ბაბუ, ბები, შვილი, ომი... ერთი და იგივე თემები 24/7. მესმის გიყვართ, მესმის აფასებთ, მესმის ამაგს ვერ გადავუხდით და ა.შ. და ა.შ. მერამდენე წრეზე მივდივარ მსგავსი ნაწარმოებების კითხვის ამერია უკვე, სულ ყველას 1 მუზა ხო არ გყავთ ხალხო?! უფრო თამამად, აქტიურად, თემებზე რომლებიც გაწუხებთ და ნაკლებად გაცვეთილია, ნუ გეშინიათ კრიტიკის, წერეთ ახალი, რამე თქვენი. დაწერა ერთხელ ჰამლეტი შექსპირმა და არ ჭირდება 100000 გადამღერება. ჰმ. ასეთ ლექსებზე ყოველთვის გაორებული გრძნობა მაქვს. 1. არ არის ცუდი ლექსი, ცუდად არ რითმავთ, რიტმიც ნორმალურია. 2. თემატიკა და დამოკიდებულება არ მომწონს. რატომღაც ძალიან ბევრი წერს: დეაზე, დედიკოზე, მააა, მამიი, ბაბუ, ბები, შვილი, ომი... ერთი და იგივე თემები 24/7. მესმის გიყვართ, მესმის აფასებთ, მესმის ამაგს ვერ გადავუხდით და ა.შ. და ა.შ. მერამდენე წრეზე მივდივარ მსგავსი ნაწარმოებების კითხვის ამერია უკვე, სულ ყველას 1 მუზა ხო არ გყავთ ხალხო?! უფრო თამამად, აქტიურად, თემებზე რომლებიც გაწუხებთ და ნაკლებად გაცვეთილია, ნუ გეშინიათ კრიტიკის, წერეთ ახალი, რამე თქვენი. დაწერა ერთხელ ჰამლეტი შექსპირმა და არ ჭირდება 100000 გადამღერება.
6. ნამდვილად გულიდან წამოსული ალალი, სიტყვებია. კარგი შვილი ყოლიხარ დედას :) ისე , სასვენი ნიშნები აკლია ლექსს. ნამდვილად გულიდან წამოსული ალალი, სიტყვებია. კარგი შვილი ყოლიხარ დედას :) ისე , სასვენი ნიშნები აკლია ლექსს.
4. დედაზე ლექსი ყოველთვის მომწონს. დედაზე ლექსი ყოველთვის მომწონს.
3. რთულია დედაზე დაწერილი ლექსის შეფასება :)
გულიანი და თბილი ნაწერია!
წარმატებები! რთულია დედაზე დაწერილი ლექსის შეფასება :)
გულიანი და თბილი ნაწერია!
წარმატებები!
2. სამწუხაროდ ყველაზე ცოტა დროს დედას ვუთმობთ და ძალიან გვიან გვახსენდება, რომ უნდა მოვეფეროთ და მოვუფრთხილდეთ. სამწუხაროდ ყველაზე ცოტა დროს დედას ვუთმობთ და ძალიან გვიან გვახსენდება, რომ უნდა მოვეფეროთ და მოვუფრთხილდეთ.
1. კარგი მოფერებაა კარგი მოფერებაა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|