ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2015


შენი თოვლი

„მე ზამთარში უნდა მოვკვდე...დიდი თოვლი რომ იქნება მაშინ“...
                                                                                                  შენ

                                                    * * * *
თოვლში დავიბადე...თეთრმა სინატიფემ მაჩუქა პირველი სუნთქვა,
თოვლში დაბადებულს ქარბუქის ქრლვაში ზამთრის დამებედა სულთქმა...
ღამეებს მითევდა ძილში ანგელოზი, ქვეყნად სასწაულის მჯერა და
თეთრად დაპენტილი უცნობი სამყარო წამში შეიღება ფერადად...
ვტიროდი, თუმცა ლექსს გავდა ტირილიც, ბავშვური, თან გაუბედავი,
ახალი ცხოვრების ახალი სათავე, მიწაზე ჯერ გაუგებარი...
სუფრას სუფრა ცვლიდა, ქალაქის ქუჩებში ფიფქები წვებოდნენ თამამად,
ქართლის დედა იყო სავსე ფიალით და თვით თბილისი მედგა თამადად...
ზაფხულის ბოლო დღე მიმზერდა ფანჯრიდან, რადგან ვერ გაეგო მიზანი,
ვერ გრძნობდა რომ დროის გადაღმა ოდესმე ჩემი გახდებოდა ხიზანი...
წლები დღეებივით მიქროდნენ ჭენებით, სტრიქონებს ვიშლიდი აფრებად,
ნაცრისფერ ფერებში შემქონდა სილაღე და დაუმთავრებელ ზღაპრებად,
ვწერდი ყოველ დილას ცვრიან ბალახებზე  უღვინოდ, თვალები მათრობდა,
თოვლში დაბადებულს, ზაფხულის მზეშიც კი გულების სიცივე მათბობდა...
აწმყოს შემოწყობილს თაროზე ტომებად, რითმად მონარნარე ნაკადულით,
დამრჩი გონებაში და მოხიბლული ვარ შენი პოეტური დასასრულით...
ვარ ლაბირინთებში ამ დედამიწაზე ღრუბელს მოფენილი მზესავით,
თოვლში დავიბადე და წლების მერე... თოვლში უნდა მოვკვდე შენსავით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები