ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2015


მამაო ჩვენო....

მამაო ჩვენო რომელი ხარ შენ ცათა შინა,
რომელიც უმზერ დედამიწას ცოდვებით სნეულს,
ხანდახან იმის დაჯერება როგორ არ მინდა,
რომ ზიარებად შევდგომივარ შენს წმინდა სხეულს...

ბილწი ბაგეთი მიკოცნია ხატება შენი.
მცირედმორწმუნე სინანულით, როცა ვევნები,
ჯოჯოხეთის ცეცხლს ფიქრში ხშირად ვეთამაშები
და ბალიშს მხოლოდ შიშის გამო ვალტობ ცრემლებით.

კაცთმოყვარებას და სიყვარულს ან ვის ვაჯერებ,
როდესაც თავად მე არ მჯერა... და შენ ხომ ხედავ,
ეს ჩვენ გავხრწენით დედამიწა ბერწი მძორივით...
კუზივით დაგვაქვს საკუთარი ცოდვები ყველას.

შენ შეიწყალე ავაზაკი როგორც უფალმა,
მამაო ჩვენო!-რად არ ხუჭავ თვალს ჩემს ცოდვებზე?!
შენ, მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია მე დამიფარო
ან შემაყვარე მოყვასი და ან შემაძულე,

რომ არასოდეს არ მატკინოს გული ღალატმა
და რომ მე თვითონ არ მომინდეს სხვისი ღალატი....
თორემ ხანდახან არსებობა შენიც არა მწამს,
მე მიწიერი მიწა ვარ და შენ ცაში ღმერთი!

ურწმუნოების ცოდვისაგან გადამარჩინე,
სიყვარულისთვის, თუნდაც სუნთქვა შევძლო ისევ ვრომ...
მამაო ჩვენო რომელი ხარ შენ ცათა შინა,
რომელიც უმზერ დედამიწას ცოდვებით სნეულს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები