ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2015


ერთი წუთით

სულ ერთი წუთით შეაჩერეთ მსოფლიოს ბრუნვა,
და დედამიწა თავმდაბალი გახადეთ ურჩი,
რატომ მეგონე ბოროტი და ყველაზე გულქვა,
დღეს კი მსოფლიოს ჩავახედებ შენს ბავშვურ სულში...
მოვიმარაგებ რაც შექმნილა ნათელ საღებავს,
გავაფერადებ ყველა სართულს ასე ზეცამდე,
და როცა ნახატს დავასრულებ ჩარჩოში ჩასმულს,
ეს სილაღე რომ შეირჩინო, მერეც ეცადე...
ფინჯან ყავაში ნუ დაიწყებ აზრების კითხვას,
სიგარის კვამლში ნუ ჩააკლავ ფერად სამყაროს,
გრძელ დერეფნებში მრავლისმთქმელად ნუ ინავარდებ,
სიცარიელემ შენ-ობისამ რომ არ დაგღალოს...
თვითდამკვიდრებას არ დავიწყებ საკუთარ თავის,
დრო როგორ მიჰქრის ოთხ კედელში თავად უცქირე,
მე გავექეცი.... შენ კი მთავარს ვერსად წაუხვალ,
მარცხენა მხარეს უჩემობის ფეთქვას უსმინე....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები