ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2015


შიმშილი

დროს ჩახუტებიდან - ჩახუტებამდე ვუწოდოთ შიმშილი,
ფერებს უშენობის ჰორიზონტს რომ გასცდა, იმედებს საჩვენოს,
ვითვლი ქვიშის საათს რამდენი გრამი აკლდება ღიმილით
და გული სითბოს მარცვლებად აგროვებს, ერთად რომ გაჩვენოს...
დრო ჩახუტებიდან - ჩახუტებმადე ურჩი ფიქრებია,
ახალფეხადგმული ბავშვივით ვიზომავ ნაბიჯებს,
მასას მომეტებით ფართო თვალებიდან კითხვის ნიშნები აქვს
და ვერამოხსნილი ეს ამოცანები აგიჟებს....
დრო ჩახუტებიდან - ჩახუტებამდე მხოლოდ ნაღველია,
ნოემბრის დღეების ჯაჭვი იგრიხება აქ დაუკითხავად,
ყველა თრობაზე უფრო ძლიერი სასმელი დაგველია,
ღამე ფრიალებენ ქუჩებში ლექსები და წაუკითხავად...
დროს ჩახუტებიდან ჩახუტებამდე უწოდე - შიმშილი,
ოთახს წვიმისფერი მელოდია მოსავს შავთეთრ კლავიშებად,
ბრბოს ცნობისმოყვარე, უტიფარ თვალებში უბრალოდ  - სირცხვილი,
დილას ფერი დაკრავს შენი თვალების და მიღირს გაგიჟებად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები