ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელე....
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2015


ამინდი ისევ

გავხედე ამინდს, უჟმური და ნაცრისფერია.
კენკავს ბეღურა, მოწყენილი, ღამეს და აპრილს
ქალაქში ახლა, ისე როგორც ჩვენში, მტვერია
ქარი კი, უფრო, გაზაფხულის მიაგავს კაპრიზს.

ინგლისურ ფანჯრებს აღარ ასდით სურნელი მუხის,
რადგან ფანჯრებიც, თავისთავად, ჰგვანან ჩარჩოებს
საუკუნეა, არაფერი მსმენია უფლის,
წვიმის სურნელში გადავკარგე სულის სარჩევი.

და ყოველ ღამით, ჩემთან ერთად ძველი ხედია.
მარტოობის და არც მერცხლები აღარ მღერიან.
ჩემი თითები, შენს კისერს კი კვლავ ეხებიან,
ამინდი ისევ უჟმური და ნაცრისფერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები