ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2015


დემეტრეს..

ჭერის კუთხეში მიყუჟულა შენი ღიმილის
ანგელოზი, ჩემო პატარა ხითხითა ბიჭო.
მე კი, როდესაც იავნანა მინდა გიმღერო
და ვცდილობ მქონდეს სიმღერის, ნიჭი

(სულ არ დავეძებთ სხვას თუ ეს ხმა არ მოეწონა,
მე და შენ მოგვწონს, მთავარია.) შენ მოღუღუნე
მტრედი ხარ და მე ჩემს დროს, ვატყობ ამომეწურა,
როგორც საკენკი ცივი ზამთრით დამზრალს ბეღურას...

და მაინც სახე, როცა შენი ცაცების სითბოს,
შეხებით გრძნობს და იმ ყინულს ალღობ,
რომელიც წლებმა ლოლოებად აკინძეს თითქოს,
ერთსულ და ერთ ხორც... ვარსებობთ ბალღო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები