ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
4 აპრილი, 2015


მსხლის ხე

    ბაბუაჩემი და მაო ძე დუნი ერთი კბილა იყვნენ, ერთმანეთს არ იცნობდნენ თვარა..
ახლა ეს რამ გამახსენა და მსხლის ხემ, ჩემმა სამარიობომ...
რა საძირეზე იყო დამყნილი, იმნაირზე, რომ მისი გახმობა არ იქნა და არა.
ამის გამო ბევრს  ხუმრობდა ბაბუა: პასპორტი არ აქვს თვარა, ამერიკაზე უფრო ხნიერიაო.
ამით ამერიკას  კი  არ ვაკნინებ, პირიქით, ჩვენს სამარიობო მსხალს ვადიდებ .
ვინ მოთვლის, რამდენი ბოვში, ჭუკი, ბატი, წიწილა და ინდოური დოისისტიკინებია და დოუნაყრებია, ამ გაღლეტილ იმერეთში,
სიმინდის კაკალი რომ არსად იშოვებოდა ხოლმე, იმ ხანებში.
დოურახუნებდა ბაბუაჩემი ბამბუკის ჯოხს , ჩამოყრიდა მწიფე მსხალს და დაათხლეშებდა უბალახო ეზოში.  მიცვივდებოდნენ ინდაურები და ბატები
და გააქრობდნენ იმწამსვე.
ჩერო ქონდა, იმნაირი, ყოველი სტუმარი მის ძირში უნდა მიგვეღო და გვემასპინძლა, მარიობის ხვატში.
გამოუტანდა ბებია რუმკით ოტკას და პატარა ჭიქებს, ჩასაყოლებელი იქვე იყო, ჩამოკრეფდა ბაბუა  , გეისობდა  პერანგის კალთაზე და
დოულაგებდა სტუმარს წინ, ოტკასთან ერთად.
მერე ბაბუა დაბერდა და  მსხალი დაბერებულიყო, რა გასაკვირია.
მარტო ამერიკა დარჩა ახალგაზრდა და დემოკრატიის პიონერი, თუ არა,ისე  ერთი კბილა იყო ის და ჩვენი მსხალი.
დაბერდა მსხალი, მაგრამ არ იმჩნევდა...
ჯერ  ერთი ფრთატოტი რომ გაუხმა, ხერხით მიაჭრა მამაჩემმა,
ტანი დაუხავსდა და ფითრი მიეძალა, ლამის დაახრჩო.
პირდაპირ ტანზე შემოეზარდა. ზამთარშიც კი მწვანედ ბიბინებდა, ის უსულგულო და მავნე,  და სასიცოცხლო ენერგიას ართმევდა.
ზამთარ-ზაფხულ სიმწვანე ახალგაზრდასაც არ შეუძლია.
არადა მისი მოჭრა ხის მოჭრას ნიშნავდა.
დანებდა ბაბუა...
სანამდე ვიცოცხლებთ, ვიცოცხლებთო.
ბაბუას გარდაცვალებიდან ოციოდე წელი გავიდა და  ჩემი მსხალი არ დანებდა.
ორი წლის წინ ვიფიქრე, ვინმეს ახალ ნერგზე დავამყნევინებ მეთქი, მაგრამ ვერ  გავბედე.ვიფიქრე ეწყინებოდა...
ბაბუამ რომ დაამყნა ბებიაჩემზე, კარგი გამოვიდა და რა ვიცი....

აფეთქებული თეთრად გაპენტილი ყვავილით ვატყობ, ამ ზაფხულს კიდევ მპირდება მწიფე ნაყოფს, ავპირმა აპრილმა თუ არ მოყინა,
ეს უდედმამო და ობოლი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები