ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2015


(მოდი და გაფანტე შავ-თეთრი ფერები)

მოდი და გაფანტე შავ-თეთრი ფერები,
სამოთხედ დახატე ცხოვრება უსულო,
მოდი და აქციე სიჩუმე ბგერებად,
ჩვენივე საქციელს შორიდან ვუყუროთ..

შეხედე კვირტებად დახეთქილს, კანიდან
სისხლებად სიმშვიდე რომ მოსდის ბუნებას
მოდი და დავიწყოთ სუნთქვები თავიდან,
სულ ყველას ვაჩუქოთ ღიმილი, სულ ყველას !

გრძნობები გავიყოთ, შენ ბევრი, მე-უფრო,
ავწონოთ ოცნება, ვის უფრო მეტი აქვს..
ერთმანეთს ისეთი შეხვედრა მოვუწყოთ,
როგორიც ადრე და როგორიც მეტწილად..

მოდი და გაფანტე შავ-თეთრი ფერები,
სამოთხედ დახატე ცხოვრება უსულო,
მოდი და აქციე სიჩუმე ბგერებად,
ჩვენივე საქციელს ღიმილით ვუყუროთ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები