ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2015


***

თვითონ ვისწავლი სიძულვილსაც,
შურსაც,
ბოღმასაც...

ბევრი არ დარჩა ჩემს სიცოცხლეს
მიწის მიყრამდე.

თვითონ ვისწავლი თოვლის მოსვლას,
ქარის მოხრასაც...

შენ ის მასწავლე,
რანაირად აღარ მიყვარდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები