ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2015


ვგიჟდები (თემაა)



                    ვგიჟდები  ხოლმე შენს არეულ საუბრებზე...მაგ დროს შემიძლია, მოვიდე შენამდე და გაგაჩუმო
                                                    (შენი წერილიდან )

რომ მომწონს შენი ლექსები, ალბათ არც ისე  მიყვარხარ
დროდადრო გაკითხებ ჩემეულს ...შენ იცი ვინახარ...
რამდენი წუთია, წამი და საათი, ვხედავ წინ  მიდგახარ
ვუფრთხოდი იმ  გრძნობებს, ერთად რაც  გვინახავს...

რად უნდა მიძღვნები ქუჩებს და ორღობეს, ორივე სველია,
სველია  და თუმცა სუნი აქვს სიმყრალის, ზაფხულზე შრებიან
ქალაქში ბინძური  ოფლი  და ბუღია...წყაროსთავს  გველიან
ზღვა და ყველა გუბე , დამშრალი და ხავსის ფერებით მეტყვიან

შენს სიტყვებს ...  ლოთივით ცრემლიანს,  მდუმარე მარწუხებს
ყნოსვა და შეხება დარბიან ერთ  ნოტზე, ვინ მაცდის  პასუხებს
მე  ჩემი ოცნების დანგრევას გაბრალებ, შფოთვა რომ  მაწუხებს

და ჩემს გადარეულს გიტოვებ ამ წუთებს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები