ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2015


ამოთქვი

მიყურე ჭაობისფერ თვალებში,
წყვდიადისფერი თვალის გუგები გააფართოვე და ამოთქვი სიმართლე...
ვიცი როგორ გტკივა ვერშემდგარი კერა...
ის შენი მეგუთნე არაა... გუთანს მიღმა დგას და არსაით იმზირება...
როცა მტრედისფერი დილა თენდება,  თვალდახუჭული დგები სარეცელიდან - სიზმარში ნალოლიავები გოგონას პორტრეტი რომ არ დაამსხვრიოს მარჯვენა მხარეს მწოლიარე „ლეგალურმა ოკუპანტმა“..
დილას დაუთოვებული პერანგი აღარ ინახავს შორეული მზექალის სურნელს...
ყავის ფინჯანში ერთმანეთს კვეთნ მკრთალი სილუეტები და დარჩენილი ნალექით ხატავ მზეს, რომელიც ვერ გათბობს...
ვიცი - გტკივა...
ხელგადახვეული წყვილების თვალგამყოლი, ხელს საკუთარ სხეულს ხვევ....
სიხარული რომ შემოგიფრინდება, მეორე ნახევარს ვერ უმარცვლავ  (ვერ ივარგა ნახევრად, მერამდენედია შენი არსებობისა ვერ დაგითვლია ჯერაც...იქნებ არარსებობისა უფრო)
მიყურე ჭაობისფერ თვალებში წყვდიადისფერი თვალის გუგებით...
ისუნთქე სიახლოვეს და ამოთქვი სიმართლე....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები