ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2015


ლოცვა

ღმერთო დაიფარე საქართველო
მისი ამერი და იმიერი,
ღმერთო ამ მიწას არ მოუშალო
ტკბილ-ქართული,  მრავალჟამიერი.

ეკლიანი იყო ჩვენი გზა-სავალი
ცხოვრების ქარიშხალი ისევ გვარყევს,
ღმერთო,  ერთმანეთი გვაპოვნინე,
ხოდა მტერი მაშინ რას დაგვაკლებს.

ნატვრისთვალიც ბევრჯერ გვიძებნია,
გვივლია გრძედები და განედები,
ღმერთო ერთმანეთი გვაპოვნინე,
აღარ დავილევით, გავბევრდებით.

დაგვეხმარე  ვიცნოთ  კეთილი და ავი,
აღარ მიგვატოვო ღმერთო, მარტო,
ღმერთო ამ წყალობის ღირსად გვყავი,
ქრისტე ჩვენს გულებშიც დაიბადოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები