ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2015


ის გაჩერდა

წუთით ჩერდები....
ჩერდება წამიც
გაშეშებული დგახარ მდუმარედ,
კარგავ ძალას და
სულით ბერდები
და მის ნაფლეთებს გადაუარეთ.

ჩავახშოთ კარგი
დავტოვოთ რაღაც
შემდეგ თვითონვე შევარქმევთ ღალატს
ადამიანს კი, მდგარი ქუჩაში 
გაუაზრებლად შევაყრით ტალახს

ის ხომ "ცუდია"?! 
ვიქმნით სამყაროს...
მის ჩარჩოებში გამოემწყვდევით
თუმცა შენსავეს არ აპატიებ
ტალახი მანაც რომ შემოგაყაროს

სიყვარულითო... მოვედი ისევ
და მის ძებნაში ვკარგავ შეგრძნებას
დროის შეგრძნებას, არა გრძნობები
დროს მე არასდროს დავემონები 

თუმცა იმედი რჩება იმედის
საუკეთესოს, სულიც აღელდა
დროზე კი ვწყვიტავ მე აქ საუბარს
დრო ხომ უბრალოდ ჩვენთვის გაჩერდა...





 






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები