ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2015


მაშასადამე

ტკივილად შეკრულ სიცოცხლის სხივებს,
ებრძვის სილაღე და მზის სადავე,
იყავი შორი, იყავი უტყვი,
ვითარცა სიტყვა - „მაშასადამე“...
ჩემს გულისცემას, ჩემს სულის სითბოს,
თეთრი თოლიის ჰქონდა სათავე,
იდექი გაღმა, მიცქერდი შორით,
ვითარცა სიტყვა - „მაშასადამე“...
ჰორიზონტს მიღმა მოჩანდა ნისლი,
თვალები თხრიდნენ ფიქრის სამარეს,
გაგშორდი უხმოდ, ვითარცა უცხო,
ვითარცა სიტყვა - „მაშასადამე“...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები