ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2015


ფრაგმენტი

ჩემი ცხოვრების სცენარიდან ხდები ფრაგმენტი,
მე მიტოვებულ კალამს ვიღებ და ვიწყებ წერას,
უკიდეგანო სივრცე ფანტავს ფერებს თვალებში
და ცისარტყელა ეჯიბრება ჩემს ბავშვურ მზერას...
შენ  გქვია  წიგნი, ბოლოფურცელამოხეული,
თბილი გულიდან უთქმელად რომ ვკითხულობ სიტყვებს,
ჩვენ ვხედავთ სულებს უსულოთა ნიღბების მიღმა,
და დერეფნები ვერ იტევენ მუზების რითმებს...
მერე ვითვისებთ ჩვენთვის მორთულ ღია პეიზაჟს,
ფიჭვების რიგიც გასაოცრად ფიქრს დაჩვევია,
სიმყარე გულის აქამდე იყო ასე სარწუნო
და ვაღიარებთ,  რომ ბზარები შესამჩვევია...
ვწერ და ნაწერი თავად ბადებს ახალ სტიქონებს,
ზაფხულის სიცხემ ყველა ფიქრი ერთად არია,
„აქ შენამდე და შენს მერეა სხვა დანარჩენი,
სხვა ყველაფერი შენს გარშემო ხეტიალია...“


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები