ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2015


უღიმილო

ვგრძნობ გაქრა ღიმილი და კითხვის ნიშნებად,
ირგვლივ მიმოაბნევ მზერას უსიცოცხლოს,
და როცა ასე მსურს პასუხის მიგნება,
დავეძებ ჯიუტად, ასე - უპირობოდ...
როცა დედამიწას შენი აღარ ესმის,
როცა სიხარულად წარსული შემოგრჩა,
ფუნჯის წვერს წითელი ფერი აღარ ერთვის,
ტკივილი დარჩა და ჭრილობა შეხორცდა...
გავხარ ძველ ექსპონატს, მტვრიან მუზეუმში,
დაგაქვს ჩემი სუნთქვა, სიზმრებად ნანატრი,
რჩები მარტოობის სიცარიელეში,
როგორც გამოფენა - მრავალჯერ ნანახი...
                                        ...უღიმილო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები