ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2015


მონატრების ფერი

რა ფერი ექნება ნეტავ მონატრებას,
იქ, სადაც სიშორემ გაიდგა ფესვები,
სათქმელი ბევრია, თუმცა უთქმელობით,
ცხოვრების განაჩენს ვიღებთ და ვნებდებით...
მინდება გაქცევა, დამტოვეთ სუყველამ,
სიგიჟის ზღვარია წითელი ხაზებით,
ძველი ფილმებით ტრიალებს წარსული
და ჩემთან მოყავხარ უხილავ ძაფებით...
მაისს ვერ უცვნია ამინდი მაისის,
ლექსებთან გავამხელ აქამდე რაც იყო,
რატომ დამაყენე შენი გზის სავალზე,
თუკი ამ გზის იქით მეტი გზა არ იყო???


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები