ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2015


ზღვა

ზღვა როცა ღელავდა, გეძახდა წარსული,
შენ სადღაც ღრუბლებში დაიდე ბინა,
ახლა ზღვა მშვიდია და აღარ გეძახის,
ახლა ზღვას ღრმა ძილით სძინავს...
სიმშვიდე გინდოდა და აი, მიიღე,
თოლია ნაპირზე უჩუმრად ფრინავს,
ფსკერზე ჩაძირული, ტკბილი მოგონება,
ბობოქარ სიზმრადღა დრტვინავს...
გაცივდა მზერა და დაირღვა ფიქრები,
სიცივეს შემორჩა კენჭები კენტად,
ზღვა არ გადავცურე ფუჭი მოლოდინით,
რომ გადავცურავდით ერთად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები