ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2015


მამის ხსოვნას

ტკივილი უკვე ტკივილზე მეტია,
ბოლო აღარ უჩანს მუქ ფერთა გამას,
რისი თქმაც მინდოდა და დამრჩა უთქმელი,
სივრცეში რონინობს და გეძებს მამა...
ზეცაში ქარგავენ ბილიკებს ვარდებით,
მიყვები სათნოდ და გალობენ სოლოს,
ბუნების სასტიკი კანონი ბატონობს
და ვემორჩილებით ყველანი ბოლოს...
მუსიკის და ფუნჯის საოცარ ნაზავად,
იღვრება წლები და იცვლება გამა,
რასაც დაგპირდი და რასაც ვერ დაგპირდი,
ყველა შესრულდება...უშენოდ მამა!!!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები