ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2015


მე ყოველ ღამე..

მე ყოველ ღამე,
როცა ქუჩა რეტში ეხვევა,
და როცა მიწის მძიმე სუნთქვა
ყურში ჩამესმის,
ნათელ წერტილზე,
შენ რომ გქვია
-ვაჩერებ მზერას
და ვერ გაშორებ
მძინარს თვალებს
-ნამუსგარეცხილს..
მაშინაც, როცა
უკვე მთვარეს
სული ამოსდის,
და ყოველ ღამე,
როცა ტოვებ
ჩემთან სიცოცხლეს,
ტუჩებს
მეტწილად ჩეუმჩნევლად,
თანაც გამოთქმით,
უკვე ჩვეული
წამოსცდებათ
„ღამემშვიდობის..“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები