ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 აპრილი, 2015


დღეს

არ დაგნებდები ასე ადვილად,
ვერ გაგიხდები ისე მორჩილი,
რომ აორტიდან ამოხეთქილ სისხლს ამოჰყვეს სული,
თავს არ დაგიხრი,
და არ გავყინავ ბოლო კადრად
ამ გულგრილ მიწას,
ნუ შემეხები ბინძური ხელით
სანამ ვცოცხლობ...
მერე კი, თუნდაც დამყო ათას ნაწილად
და  დამცინავად მომისროლო თაკარა მზეზე,
შენზე მეტად ვერ ავყროლდები!
მერე რა რომ  დღეს ვერავინ მიცავს
და ვერ გაგექცევი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები