ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
17 აპრილი, 2015


სერგეი მიხალკოვი - კურდღელი და კუ


ერთხელ, ბუჩქნარში, ციებ-ცხელებამ
მთლად დაასუსტა ერთი კურდღელი.
ცხადია, როგოც წესი უცვლელი:
კანკალებს, ოფლი წვიმად ეღვრება,

მაშველს მოუხმობს შიშით და ბოდავს...
ამ დროს კუმ ნახა კურდღელი, ჰოდა,
კურდღელმა: "წყალი... მიშველე დაო...
არ ძალმიძს ავდგე, თავბრუ მეხვევა...
აქ კი, ძალიან ახლოა წყარო."
კუმაც არ უშვა ხელი შემთხვევას..

გადის საათი, მეორეც - ზანტი,
მესამე საათს მოჰყავს საღამო, -
ის კი, კუს უცდის, გაგზავნა რაკი.
არ ჩანს და უჭირს ბრაზი დამალოს:

ოხ, არამზადა! ოხ, უძვლო ტლანქი!
ეშმაკმა გიხმოს აწი საშველად!
სად ხარ ამდენ ხანს, სად ჭირში გაქრი?
უწყლობით, აგერ, სულსაც კი ვღაფავ..." -
"მე მლანძღავ?" - ბუჩქში ამოახველა.
"ოხ, კიდევ კაი, მოხვედი რახან!"
"ო, არა, არა, მივდივარ ჯერაც..."

* * *

ამ კუს, მე კიდევ ბევრ სხვასაც ვადრი.
სასწრაფო შველა გვჭირდება ხან ხომ,
მაგრამ, ვაი მას - კუს ხელში ვარდნილს,
ვაი თქვენს საქმეს, ხელი რომ ახლონ!



ЗАЯЦ И ЧЕРЕПАХА

Однажды где-то под кустом
Свалила Зайца лихорадка.
Болеть, известно, как не сладко:
То бьет озноб его, то пот с него ручьем,

Он бредит в забытьи, зовет кого-то в страхе...
Случилось на него наткнуться Черепахе.
Вот Заяц к ней: "Голубушка... воды...
Кружится голова... Нет сил моих подняться,
А тут рукой подать - пруды!"
Как Черепахе было отказаться?..

Вот минул час, за ним пошел другой,
За третьим начало смеркаться, -
Все Черепаху ждет Косой.
Все нет и нет ее. И стал больной ругаться:

"Вот чертов гребешок! Вот костяная дочь!
Попутал бес просить тебя помочь!
Куда же ты запропастилась?
Глоток воды, поди, уж сутки жду..." -
"Ты что ругаешься?" - Трава зашевелилась.
"Ну, наконец, пришла, - вздохнул больной. -
Явилась!" -
"Да нет, Косой, еще туда-а иду..."

x x x

Я многих черепах имею здесь в виду.
Нам помощь скорая подчас нужна в делах,
Но горе, коль она в руках
У черепах!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები