ორშაბათია დღეს თუ შაბათი? ო,ღმერთო ჩემო..სულ ავირიე.. ისევ პატარა მგონია თავი, ამ სიბერეში გადავირიე.. მაინც რა მალე დავბერდით კაცო! გუშინდელივით მახსოვს წარსული, შენი გაცნობაც..ის კოცნაც მახსოვს და ის ტირილიც შენი,ბავშვური.. საგულდაგულოდ დამარხა აწმყომ ჩვენი წარსული,ახალგაზრდობა, ახლა მე და შენ შემოვრჩით მარტო, მახსოვს ბაბუა უწინ ამბობდა : „სიბერე ძნელი ყოფილა შვილო, ახლა უფრო მწამს იმ დალოცვილის, სიჭაბუკე რომ უწოდა ბრძენმა და დღეს რომ ყველა ამას მოსტირის.. ახლა რაღაა ჩემი სიცოცხლე, ვიღას ვჭირდები..რაში ვარგივარ არ ვიცი კიდევ რამდენს ვიცოცხლებ სიკვდილ–სიცოცხლის გზაზე ვაგდივარ..“ ახლა ვიგრძენი სიცოცხლის ფასი რამხელა ძალა ქონია თურმე არ განმიცდია მე შიში მსგავსი კაცმა ამდენი რამ გავისტუმრე.. ქვეყნად არავინ აღარ შემომრჩა ყველამ ჩემს თვალწინ დალია სული, ამიტომ მყავხარ შენ,ჩემო ერთო ბავშვივით მუდამ ხელჩაკიდული.. შენც რომ დაგკარგო რაღამ მაცოცხლოს ვიღას შევჩივლო მოხუცის განცდა ახლა მე და შენ..ორნიღა დავრჩით როდემდე ვივლით არ იცის კაცმა.. ამიტომ ვცდილობ ვიჯდე,გიყურო დაღლილ თვალებში აღტაცებულმა, ბედნიერი ვარ შენ რომ გიპოვე ასეთ ვარსკვლავზე დაბადებულმა.. შენს ყოველ ნაოჭს ჩუმად ვითვლიდი, და შენი ოხვრა ჩუმად შემტკივა, გახსოვს?მძინარეს სულ გაღვიძებდი, გეკითხებოდი–ხომ არ შეგცივდა.. ადრე მიყვარდა შენი ღიმილი მკერდზე დაყრილი ეგ დალალები ახლა ძლიერად..ძლიერად მიყვარს ფერდაკარგული შენი თვალები.. ო,ღმერთო ჩემო..სულ ავირიე.. ისევ პატარა მგონია თავი, მითხარი ქალო,შე დალოცვილო ოცდაორია თუ ოცდასამი..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ბებერი ცოლ-ქმარი ერთმანეთს წარსულს ახსენებს: -გახსოვს სულ ერთად, რომ ვიწექით, ეკითხება ქალი, -ჰო მახსოვს, მახსოვ რომ ვიწექით მარა რას ვაკეთებდით ის აღარ მახსოვს-ო" მარა იმასაც ამბობენ :სიყვარული სიბერეში უფრო ტკბილი იცისო.
ბებერი ცოლ-ქმარი ერთმანეთს წარსულს ახსენებს: -გახსოვს სულ ერთად, რომ ვიწექით, ეკითხება ქალი, -ჰო მახსოვს, მახსოვ რომ ვიწექით მარა რას ვაკეთებდით ის აღარ მახსოვს-ო" მარა იმასაც ამბობენ :სიყვარული სიბერეში უფრო ტკბილი იცისო.
6. მადლობა:) იგივეს გისურვებთ ყველას.
მადლობა:) იგივეს გისურვებთ ყველას.
5. პატარა ხარ ჯერ, ღმერთმა ტკბილად დაგაბეროს!!!!!! პატარა ხარ ჯერ, ღმერთმა ტკბილად დაგაბეროს!!!!!!
4. ადრეა ჯერ სიბერეზე წერა :)
4 ადრეა ჯერ სიბერეზე წერა :)
4
3. რა დროს შენი სიბერეა?! რა დროს შენი სიბერეა?!
2. კარგადაა გადმოცემული "მოხუცის განცდები" მოხუცს ხომ ბავშვივით მგრძნობიარე გული უხდება სიბერის ჟამს და მათ ამ დროს კიდევ უფრო მეტი თანაგრძნობა და სიყვარული ჭირდებათ...
საწყენია...მე სულ ახლახანს დავკარგე პაპა... :( ახლა ამ ლექსის წაკითხვაზე გული ამიჩუყდა... :(((
კარგადაა გადმოცემული "მოხუცის განცდები" მოხუცს ხომ ბავშვივით მგრძნობიარე გული უხდება სიბერის ჟამს და მათ ამ დროს კიდევ უფრო მეტი თანაგრძნობა და სიყვარული ჭირდებათ...
საწყენია...მე სულ ახლახანს დავკარგე პაპა... :( ახლა ამ ლექსის წაკითხვაზე გული ამიჩუყდა... :(((
|
|
მონაცემები არ არის |
|
|