ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2015


მ ა მ ა მ ი თ ხ ა რ ი, მ ა მ ა

                        მ ა მ ა    მ ი თ ხ ა რ ი...

    მარილმოყრილი  მადლი  მიყვარს ,  ასე  ამბობდი.
    მარცვლებს  მარილის,  აგროვებდი, რომ  შეგენახა.
    მამა,  სარკმელი  საფლავს,  მითხარ ,  საით  მოარგე,
    ეს  შენიღბული  ბედ-იღბალი,  რომ  დაგენახა.

    შენ  ნახვის  ნატვრამ,  ზღვა  ტკივილი  გამომატარა,
    სიზმრად  გეძებდი, სულმა  ზეცის    გზები  დალახა,
    ვერსად  გიპოვე,  ცრემლმა  ფიქრი    ამიტალახა,
    საფლავთან  მოვალ, 
    ვარდებს  დავრგავ, 
    ნეტავ  განახა... 
    ნ ე ტ ა ვ ...  გ ა ნ ა  ხ ა ....,  ნ ე ტ ა ვ...  გ ა ნ ა ხ ა..         
             
  ///      ///      ///      ///      ///      / /      ///        ///      ///      /// 

 
                                მ ა მ ა ს

      და  ამას  იქით,  როცა  ვარდი  ამოფეთქდება,
      მ ა მ ა! დუმილით,  ცხელი  ცრემლი  გადმომდინდება.
      ჩვენს  შორის  ჩუმი  დიალოგი  გაიმართება
      და  მაისობაც  ისე  კარგი  აღარ  იქნება.

  ///      ///      ///      ///      ///      ///      ///    ///      ///      ///

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს