დღეს ჩემი ქალაქი ირეკლავს ჟივილს, გზის პირას ღარიბად გაშლილა ფარდული და ყველა ფართო თვალებით მირბის...
ქალაქი მოიცვა მშობლების სიკეთემ, ბავშვების ხმაური ბომბივით გავარდა, ზოგნი ფულს იხდიან, ზოგნი კი-იხვეჭენ..
სიზანტით მანჭავენ სახეებს ქარცემულს გააქვთ და გამოაქვთ დოლების გუგუნით, დაღლილებს, შიშიც კი გაუქრათ დაცემის.
დღეს ჩემი ქალაქი ირეკლავს ჟივილს, გზის პირას ღარიბად გაშლილა ფარდული მის უკან დაღლილი ჯამბაზი ტირის...
უყურებს ბრბოს,თუმცა თვალს არც მე მაშორებს, ვყოყმანობ მისვლას (და როცა გავბედე), ნაბიჯი სიმღერით გართულ ბრბოს მაყოლებს..
მოხუცი ჯამბაზი გამიქრა ხედვიდან, დამეტყო სახეზე წყენა და ნაღველი. ვერასდროს..! მოხუცთან ვერასდროს ვერ მივალ..
ის იყო პოეტი.. თაობა შემოცლილს არ ყავდა მსმენელი,ოჯახი,შვილები, ოდესღაც ამაყად სამყაროშემოვლილს..
თვალები შემორჩა (არც ისე) ამაყი, ქვანარევ სახეზე ცრემლები სდიოდა ის იყო პოეტი.. ის იყო ჯამბაზი.. წილად ხვდა - არავინ..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა :* გავითვალისწინებ :* მადლობა :* გავითვალისწინებ :*
6. კარგია , თუმცა "ბომბის გავარდნაზე" პირველ კომენტარის აზრს დავესესხებოდი.
კარგია , თუმცა "ბომბის გავარდნაზე" პირველ კომენტარის აზრს დავესესხებოდი.
5. მე მახსოვს ეს ავტორი!
მეტს ველი მისგან ბევრად მეტს!
3 მე მახსოვს ეს ავტორი!
მეტს ველი მისგან ბევრად მეტს!
3
4. მე მომწონს!!!! 5!!!!!
მე მომწონს!!!! 5!!!!!
3. ჯოკერი... ნეტავ კაცი ღამურა სად იყო...
ხელოვნურად დაძაბული სიუჟეტია, რითმები სუსტი რა თქმა უნდა. მაგრამ ეს რომ სხვა თემაზე დაწერილი ლექსი ყოფილიყო, იქნებოდა პოეზია მასში. რეალურზე წერეთ ჩემი რჩევაა, არ არის ეს ჯამბაზები და მთვარე და გალაქტიკის პირველი შესახვევი პოეზია. ჯოკერი... ნეტავ კაცი ღამურა სად იყო...
ხელოვნურად დაძაბული სიუჟეტია, რითმები სუსტი რა თქმა უნდა. მაგრამ ეს რომ სხვა თემაზე დაწერილი ლექსი ყოფილიყო, იქნებოდა პოეზია მასში. რეალურზე წერეთ ჩემი რჩევაა, არ არის ეს ჯამბაზები და მთვარე და გალაქტიკის პირველი შესახვევი პოეზია.
2. მიღებულია დავიდ ) :* მიღებულია დავიდ ) :*
1. თათა "ბავშვების ხმაური ბომბივით გავარდა," მიაქციე ამდაგვარ შედარებებს ყურადღება, ვფიქრობ, ბავშვების ხმაური გაცილებით სასიამოვნო და დადებითი ემოციების მომტანი უნდა იყოს, ვიდრე ბომბის გავარდნა. დანარჩენს, თუ ისურვებ, მერე გეტყვი :))
სიკეთე შენ! თათა "ბავშვების ხმაური ბომბივით გავარდა," მიაქციე ამდაგვარ შედარებებს ყურადღება, ვფიქრობ, ბავშვების ხმაური გაცილებით სასიამოვნო და დადებითი ემოციების მომტანი უნდა იყოს, ვიდრე ბომბის გავარდნა. დანარჩენს, თუ ისურვებ, მერე გეტყვი :))
სიკეთე შენ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|