ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2015


ისუნთქე

ვისუნთქავ სიმშვიდეს და კედლის საათი,
მაისის ღამეებს სიგიჟით რითმავს,
მელანს მონატრებულ ფურცლებს ვაფრიალებ
სიტყვებს კალმის წვერზე ვკინძავ...
მჯეროდა, უმიზნოდ თვალებს არ დახრიდი,
და სულის სარკეში ბზარების სიმრავლე,
მწამდა, რომ უჩემოდ ფარ-ხმალს არ დაყრიდი
და მაინც შენგან მსურს გავიგო სიმართლე..
ყველა სიდიადე მხოლოდ ნიღაბია,
თუ სახის ნაკვთები გიკრთიან ფონად,
უჩემო ცხოვრების გრძელი დინასტია,
როგორ მიგიყვება ზოლად...
ისუნთქე სიმშვიდე...და კედლის საათი,
ნერვებს ღამეების - ხმაურით რითმავს,
მელანს მონატრებულ ფურცლებს მიმოვფანტავ,
ტკივილს კალმის წვერზე ვკინძავ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები