ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2015


"ათასერთი ღამის განცდა" (უკანასკნელი ლექსი ეკატერინეს)

ათასერთ ღამის გაგიფენ ღადარს,
სადაც ღალატი ლადანას იკმევს,
შეათენდება შაჰარიზადას
და ნებადართულ შეწყვეტავს სიტყვებს.
ჩამოაცხრებათ ვნებებს ფაფარი,
დაუძლურების უიღბლო რტოებს,
და ათასერთი ღამის ზღაპარი
ერთურთს ზღაპრადვე შემოგვატოვებს.
იელვებს თვალთა მომკვლელი დანა,
არ შეგვიბრალებს დრო-ჟამი არცერთს...
შენ რომ ტკივილი არ მოგეტანა,
ვერ მომიტანდი სიყვარულს ასეთს.
გაედევნები ღრუბელი ქარს და ...
შერჩები ხსოვნას ღირსების ბრძოლად,
იმ ათასერთი ჯვრისწერის განცდად,
სადაც არცერთხელ გიმეტებ ცოლად...
და ათასერთჯერ მოგონილ ზღაპარს
როცა ცისკარი მკერდზე დაიკმევს,
შუქი შეზარავს შაჰარიზადას
და გაშიშვლებულ შეწყვეტავს სიტყვებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები