ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუცი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 მაისი, 2015


მოდი გავაფრინოთ

მოდი, სიცოცხლეს მივეფიცხოთ და მზის სხივები ჩავიცვათ სამოსად. გადავივიწყოთ ყოველგვარი მიწიერი, მორალების ენა ამოვშალოთ,ვალდებულებებს ძუძუმწოვარა პარაზიტებს რომ წააგავს ჩვენს ყოფაში,დროებით მაინც დავემშვიდობოთ.
მოდი, მხლოდ წვიმა ვსვათ და უარი ვთქვათ ყველა საკვებზე. . . შიმშილის დროს ერთმანეთის ვნება მივირთვათ და მხოლოდ ეს ვნება დავიტოვოთ დედამიწის. . . სხვა მხრივ მოდი და შევიცვალოთ თუნდაც ცოტახნით.
ჰო, როგორც ადრე, როგორც მაშიმ, ივნისმა ვალი რომ დააბრუნა ცამეტი წლის და გადაიხადა საბნის სითბო, ცხოვრების დრომ, ჯიუტ ბავშვივით. ემბრიონივით იწვა მაშინ ჩემს წინ სამყარო. . მე კი ვუთვლიდი ამ სამყაროს მაჯიდან რითმებს ჩემი სიცოცხლის. . .
მოდი, სულ ცოტა გავაფრინოთ, ცოტაზე მეტიც. . . ჰო, როგორც ადრე, როგორც მაშინ, ან თუნდაც უფრო. . . მერე გავიყოთ, გავიხადოდ სამოსი მზე და გავთითოსულდეთ უსაშველო მონატრებამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები