ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2015


ვერ ივიწყებენ....

ლექსებს ერჩიან და ავტორებს ვერ ივიწყებენ!
წიგნს ან დახევენ ან უბრალოდ ვინმეს ჩუქნიან,
მე, რაც დავწერე ყველაფერი სისხლით დავწერე
და ყველა ლექსში ჩემეული დარდის სულია...

რა ვუყოთ თუკი ლექსებს, დაჰყვათ ჩემი ბედი ან
ეს სიძულვილი-სიყვარულის ბოლო გრძნობაა...
როცა მუზები უმიზეზოდ მებუტებიან,
მხოლოდ დრო შველით და რაც უფრო მეტი დრო გავა

დაფიქრდებიან, მიხვდებიან: ვინ ვის... და რატომ...
რად ვათენებდი ცივ ღამეებს ლექსის წერაში...
და მე კი ახლა, რასაც ვნატრობ- სიცოცხლეს ვნატრობ,
რადგანაც სიკვდილს დარჩენია უკან რევანში.

ხო, ყველაფერი იქ მთავრდება სადაც იწყება,
მე კი რაც ლექსად დამიწყია ლექსად ვამთავრებ...
ლექსებს ხევენ და ავტორები არ ავიწყდებათ,
ცხოვრობენ, მაგრამ პოეზიის სული აწვალებთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს