ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2015


ციკლიდან "გამოგონილი ისტორიები" - შენ არ ხარ

ამაღამ ისევ გწერ იმ გრძნობით, ხელახლა, -
"სხვა ვარო" - თქვი ერთხელ - სხვა გულის მალამო.
სხვა, რაღა მეგების, მე - ღამის ამარას?
განა რომ - იმიტომ... იმიტომ - განა რომ
ხანდახან მგონია, რომ არ ხარ თანახმა,
ჩემს ლექსში, ყვავილს, ან მზის სხივებს გამგვანო, -
უბრალოდ არ მინდა - "უბრალოდ დაგმალო" -
შენ არ ხარ ის, ვისაც ივიწყებ - შენ არ ხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები