ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2015


პროექცია #1

უსუსურ ყოფის ერთადერთი მზე,
მზე მწვანე ველზე_
მონატრებული შენი თვალები...
ღამის წყვდიადში გახვეული,
ომით მოტანილი წარმოსახვა_
შავი სასახლე იმედისა,
რომ დაბრუნდები.

შიში_მიზეზი სიცარიელის.

თავისუფლებას არმიშვებული ცრემლი,
ყელში მდინარედ გადაქცეული,
და თვითკონტროლი_
ჩუ, სძინავთ ბავშვებს!

პროექცია #1
უკვე ფსკერზე ქვეცნობიერის,
მაგრამ უშნო საძირკველი დღევანდელობის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს