ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2015


უსახელო ქუჩა

ამ ქუჩას არ აქვს, ჯერ-ჯერობით, ვინმეს სახელი,
მხოლოდ გზა არის გაყვანილი, ისიც ცალმხრივად,
დგას ქუჩის თავში ძველი ვერხვი, მრავლის მნახველი,
რომელსაც ხშირად, აქ მავალი, მეც ვუნახივარ.

ბევრჯერ ვყოფილვარ, ამ ქუჩაზე, გავლით, გამოვლით,
შევჩერებულვარ კიდეც, ზოგჯერ, თუმცა ცოტა ხნით,
რადგან სულ წვიმდა, ქროდა ქარი ან იდო თოვლი,
თან ირგვილივ არა სახლი, ჭერი, არა ოთახი.

მე კი მინდოდა, სულ მინდოდა უფრო დიდი ხნით,
ან უფრო მეტიც, სამუდამოდ, აქ, ამ ქუჩაზე
დარჩენა, მაგრამ ამ ოცნებას, როგორც მიმიხვდით,
ცხადში ახდენის პირი, ვაგლახ, არც კი უჩანდა,

რადგან ამ ქუჩას, არასოდეს ჰქონდა სახელი
და უნდა ითქვას, მეც არასდროს მქონია ბედი.
მხოლოდ ეს ვერხვი, ქუჩის თავში, მრავლის მნახველი,
არის ჩემიც და ამ ქუჩისაც - ბოლო იმედი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები