ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2015


Femicide

ის მეუბნება, რომ არ მაცოცხლებს სხვის მკლავებში
და არც მარტოობას დაუშვებს ჩემსას...
რომ ან მისი უნდა ვიყო,
ან არავისი და თანაც - მკვდარი.
ამიტომაც, ჩემო სხეულო,
გიბრძანებ - მას დაემორჩილო,
ხომ იცი, ტკბილია სიცოცხლე,
ტკბილია ხორცი...

შენთვის კი, სულო ჩემო,
თავისუფლება მიბოძებია,
იფრინე ლაღად და
ვისზეც გინდა, იმაზე იფიქრე,
ვინც გინდა, ის დაისიზმრე.

ნუ გეშინია... ის, ამ სხეულის მეუფე,
ვერაფერს გაიგებს ჩემს ოცნებებზე,
ვერასოდეს შემოაღწევს ჩემს ფიქრებში...
ეს რომ შეძლოს - უნდა ვუყვარდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები