ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2015


თბილისიდან ედემამდე....


თეთრი ღრუბელი შეერია სილურჯეს ცისას
და ბაღში ხეებს გამოექცათ სხივი წვალებით...
წამწამებს შორის ფეიერვერკს, სინათლედ ვცრი და
ვცდილობ სამყარო დავინახო ბავშვის თვალებით...

რა გაოცება ფერთა გამით გამოწვეული,
სმენა, რომელიც ვერ ეჩვევა ჩიტების ჭიკჭიკს.
ეს ყველაფერი ცალცალკე და თვითოეული,
ღმერთმა მოგვმადლა და ჩვენ ამის შეგნება გვიჭირს.

კვლავ ვუბრუნდები ამ სამყაროს და ხედვას ქალურს,
აღარაფერი არ მაღელვებს დიდიხანია...
და სულ ტყუილად მოველი ან ტყუილად ვჩქარობ,
რომ გადავაწყდე მეიდანში "ომარ ხაიამს"

აქ ვის არ ნახავ აღმოსავლელს თუ გინდ დასავლელს,
შარდენზე ჩილიმს მოგართმევენ როცა ინებებთ,
(სპარსს მოსაწევი ურჩევნია მაინც დასალევს...)
მე, ახლა ლექსებს, ხაიამის რობაიები

რატომღაც ახლა.... არა სხვა დროს და არა სხვაგან...
მზისსხივი კვლავ სცრის, ფეიერვერკს წამწმამებს შორის,
რომანტიკოსი აღარ ვარ და არც ვცდილობ, მაგრამ
დღეს ამ ბაღიდან ედემამდე არ გახლავთ შორი ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები