ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2015


შორენას მონოლოგი...

ერთი დღე ჩემთვის დაკარგე უტა!
ამომაკითხო ეგებ კვეტერას,
თორემ აქ ზამთარს ბოლო არ უჩანს
და ბილიკებიც ჩაიკეტება

ზვავებით, ხო და მთებში მოქცეულს
არ მომასვენებს ფიქრები ჩემო!
დაემსგავსება დარდი მოციქულს,
(აზრი ცუდს მითქვამს შენს თავს, რომ ვჩემობ...)

ქვას ნუ შესწირავ სიცოცხლეს უტა!
გადაანგრიე მთები საჩიხე....
თორემ სიყვარულს მოსწრება უნდა
დაჭრილი გული, რომ არ გაჩერდეს.

მოდი, გავიქცეთ როგორც ირმები,
ატროებულნი მყვირალობისა....
ბრძენი მეფეც კი გადაირევა,
ქალის ალერსი თუ არ ეღირსა.

ერთი დღე ჩემთვის დაკარგე უტა!
ფხოვურ ზამთარს ხომ ბარის არა სჯობს...
ვიდრემდეს ქარი მცხეთას მოგიტანს,
ქარაფსდალეწილ მინდვრის ყაყაჩოს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები