ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2021


მიყ-ვარ-ხარ

დრო მხრებით ცხოვრებას მიათრევს,
ფეხიც კი ერევა გზადაგზა,
ვფიქრობ და ვუკიდებ სიგარეტს,
ცხოვრებამ მე რატომ გამზარდა..
ვუყურებ ქუჩაში ქარი ქრის
და ოხრავს კაცივით ბებერი,
რევოლვერს ახლა თუ გავისვრი,
წამსკდება ასეთი ბგერები,
მივდივარ აქედან არსაით,
ცხოვრებით კარგი არ მინახავს,
ფხიზლად ვარ,არა ვარ ნასვამი,
უბრალოდ ძალიან მიყვარხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები