ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2015


გოგოვ...

გოგოვ, თვალებს ისე ნაბავ,
მიქარწყლდება დარდები,
შენც გიხდება თეთრი კაბა,
გმოსავს შარავანდები.
მსურს მხურვალედ დაგიკოცნო
მაგ ბაგე და თვალები,
არასოდეს გაიოცო
ჩემი ლექსის ბწკარები.
როცა გხედავ, (მოყვასი ხარ)
მიქარწყლდება დარდები,
ამ თბილ გულში ვიდრე ზიხარ,
არასდროს დამთავრდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები